ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ჟერემი მენესმა განაცხადა, რომ თავის დროზე ანტონიო კონტე „იუვენტუსში“ იწვევდა, მაგრამ წინადადება არ მიიღო.
„პარიზში თამაში ჩემი ოცნება იყო, ამიტომ „რომადან“ წასვლა გადავწყვიტე. ამასთან, უარი ვუთხარი „იუვენტუსსაც“, მახსოვს, რომ კონტე მირეკავდა კონტრაქტის გაფორმებაში რომ დავერწმუნებინე. თუმცა, მე უარი ვთქვი“, – თქვა მენესმა.
ფრანგმა ფეხბურთელმა 2011 წლის ზაფხული გაიხსენა, როდესაც „რომადან“ „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა.