ცნობილი იტალიური ვებგვერდი Calciomercato იტალიის XXI საუკუნის (2000 წლის შემდეგი პერიოდის) საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს. ამ საქმეში ხსენებული რედაქციის წარმომადგენლები მონაწილეობენ და ასახელებენ თავიანთ ფავორიტებს. თუმცა, გარდა ამისა, საიტზე გამოკითხვა დევს, რომელშიც გულშემატკივრებს თავისი რჩეულისთვის ხმის მიცემა შეუძლიათ.
ფინალში ჯანლუიჯი ბუფონი ფრანჩესკო ტოტის უპირისპირდება. ნახევარფინალში ჯიჯიმ ანდრეა პირლოს, ხოლო ტოტიმ ალესანდრო დელ პიეროს აჯობა. ამ დროისთვის ტოტი ქომაგთან გამოკითხვაში ბუფონს საკმაო უპირატესობით უგებს.
ხმის მიცემა კი მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ: ბუფონი თუ ტოტი? აირჩიეთ იტალიიის 20-წლეულის ფეხბურთელი.
ამასთან დაკავშირებით Calciomercato ლეგენდარულ დინო ძოფს გაესაუბრა, რომელიც ბუფონს და ტოტის კარგად იცნობს და მათ შესახებ დაუსვეს კითხვები.
– ისევე, როგორც ყველა, თქვენც თვლით, რომ ბუფონი თქვენი მემკვიდრეა?
– არ ვიცი, როგორ შეიძლება ჩაითვალოს. მან ნამდვილად გააკეთება ბევრი რამ თავის კარიერაში და ყოველთვის აჩვენა სიტუაციასთან მაღალი მიდგომა. ბოლო წლებში იტალიური ფეხბურთის სახეა.
– „პარმაში“ თამაშის დროსაც ეტყობოდა, რომ ამ დონეს მიაღწევდა?
– ახალგაზრდული ასაკიდან აშკარა იყო, განსაკუთრებით ძლიერი იყო სხვა მეკარეებთან შედარებით. ყოველთვის ჰქონდა თვისება, რომ კარგად ეთამაშა და მიაღწია იმ მწვერვალს, სადამდეც უნდა მისულიყო.
– თუ ბუფონი თქვენი მემკვიდრეა, ჯიჯის მემკვიდრე ვინაა?
– ახალგაზრდა მეკარეებს შრის ყველაზე ძლიერი დონარუმა და მერეტი არიან. მათ შეუძლიათ მიაღწიონ ამ დონეს, მაგრამ ყველაფერს ახლა იწყებენ. წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა.
– ბუფონი „ოქროს ბურთს“ იმსახურებდა?
– მე კრუიფის შემდეგ მეორე ადგილზე გავედი და ეს კარგი იყო. ბოლო წლებში მესი და რონალდუ დომინირებენ. ასეთი დონის ჩემპიონებთან კონკურენცია ადვილი არაა.
– 42 წლის ასაკში მას კვლავ სურს თამაშის გაგრძელება…
– თუ თავს კარგად გრძნობს, სწორი ნაბიჯია. დღეს უფრო ადვილია, რომ სათამაშო დრო იპოვო, ჩვენს დროს ყოველ მესამე დღეს თამაში არ იყო, თუ ძირითადის მეკარე არ დაშავდებოდა, ყველა თამაშს ის ატარებდა.
– რას ფიქრობთ ტოტის კარიერაზე?
– მას მეტის გაკეთება შეეძლო. სტრატოსფერული თვისებები ჰქონდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. მან იტალიის ნაკრებში საუკეთესო თამაშები ჩემი მწვრთნელობის დროს ჩაატარა, შემდეგ კი ფიზიკური პრობლემები შეექმნა.
– 1998 წლის 10 ოქტომბერს, სწორედ თქვენს ხელში ჰქონდა ნაკრებში დებიუტი?
– დიდხანს არ დამჭირვებია იმის გასაგებად, რომ ნამდვილი ჩემპიონი იყო. სანამ მოედანზე შევუშვებდი, ვეუბნებოდი, რომ ის გაეკეთებინა, რაც იცოდა. ვიცოდი მისი პოტენციალი და ვცდილობდი სწორად გამომეყენებინა.
– ყველას ახსოვს ჰოლანდიასთან 2000 წელს „პანენკას“ პენალტი…
– არ ვიცოდი, რომ ასე აპირებდა შესრულებას, მაგრამ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ არ ვყოფილვარ. ეს იყო ჟესტი, რომელიც უკვე ნანახი მქონდა 1976 წელს. როდესაც პენალტი სრულდება, ჩემთვის მთავარია ბურთი კარში გავიდეს, როგორ გავა ეს არ მაინტერესებს.