მთავარი / სიახლეები / დელ პიეროს და დიბალას ინსტაგრამ დიალოგი

დელ პიეროს და დიბალას ინსტაგრამ დიალოგი

გუშინ, პაულო დიბალას და ალესანდრო დელ პიეროს ინსტაგრამში ლაივ ჩართვა ჰქონდათ. „იუვენტუსის“ ყოფილმა და ახლანდელმა ათიანებმა, 10 აპრილს მოიკითხეს ერთმანეთი და არაერთ საკითხს შეეხნენ.

საუბრის უმეტეს ნაწილს კი ჩვენ ქვემოთ წარმოგიდგენთ, ცოცხალი დიალოგის რეჟიმში:

პაულო – მე და ორიანა ტურინში დავრჩით ვირუსის გავრცელების შემდეგ.

ალექსი – კი, მაგრამ თქვენ სიმპტომები არ გქონდათ?

პაულო – რეალურად კი. განსაკუთრებით მე, ვიდრე ორიანას. მაგრამ ახლა რამდენიმე დღეა კარგად ვართ, ვვარჯიშობ და ველოდები ტესტის პასუხებს.

ალექსი – აქ ყველაფერი მშვიდადაა (ალექსი ლოს ანჯელესში ცხოვრობს). ბავშებთან ერთად ვთამაშობ, თუმცა ადვილი არაა ერთსა და იმავე ადგილზე ყოფნა. ახლა ესპანური ენის შესწავლა დავიწყეთ.

პაულო – ბავშვებთან ინგლისურად საუბრობ თუ იტალიურად?

ალექსი – სახლში იტალიურად, მაგრამ სკოლაში რა თქმა უნდა, ინგლისურად. დავიწყეთ მესამე ენის შესწავლა, აქ ლოს ანჯელესში ბევრი ლაპარაკობს ესპანურად.

პაულო – ლოს ანჯელესში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, ვნახე, რომ ესპანური ბევრს ესმოდა. მანდ ცხოვრება როგორია?

ალექსი – კარგი. იტალიაში თვეში ორჯერ მაინც ჩამოვდივარ, ერთი კვირით, 10 დღით. ასე, რომ ნოსტალგიას არ ვგრძნობ და იტალია არ მენატრება. ზაფხულში ყველანი ვბრუნდებით რამდენიმე თვით. სიდნეის შემდეგ აქ სხვა მენტალიტეტია. მართლა, დღეს 10 აპრილია და ჩვენ ვსაუბრობთ. ეს მიზანმიმართულად არ გაგვიკეთებია…

პაულო – მართალია, 10 რიცხვია, სიმბოლურია. გუშინწინ ორიანას ვეუბნებოდი, რომ მენატრება გარეთ გასვლა, ყავის დასალევად ან სასეირნოდ გასვლა არა, უფრო ვარჯიში, თანაგუნდელებთან ყოფნა, ფეხბურთი, ყველაფერი ძალიან მენატრება.

ალექსი – აპრილის ბოლოს შეიძლება ვარჯიშს დაუბრუნდეთ არა? ჯანმრთელობა მთავარია, მაგრამ კარგი იქნებოდა.

პაულო – დაბრუნების და თამაშის სურვილმა რისკში არ უნდა გადაიზარდოს. ყველაფრის დასაწყებად უსაფრთხოებაა საჭირო, არამარტო ფეხბურთელების, არამედ ვინც ჩვენს გარშემო მუშაობს. დაველოდოთ ალექს და მოემზადე.

ალექსი – ჩვენ რეალურად არასდროს გამოგვიწვევია ჯარიმებში ერთმანეთი, მაგრამ ამას გავაკეთებთ.

პაულო – სიმართლე ის არის, რომ ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვფიქრობთ, კარში ჯიჯი დავაყენოთ.

ალექსი – მოდი ორი რამ ვთქვთ: გამოწვევას მივიღებ და მარჯვენა ფეხით შევასრულებთ.

პაულო – მაშინ მაქსიმუმ პენალტები შევასრულოთ.

ალექსი – კარგი, მაშინ ათი მარჯვენა და ათი მარცხენა ფეხით.

პაულო – ეს ჩემთვის სარისკოა, რადგან შენ უკეთ იყენებ მარცხენა ფეხს, ვიდრე მე მარჯვენას.

ალექსი – მე ვვარჯიშობდი მარცხენა ფეხით ჯარიმების შესრულებაზე.

პაულო – მარცხენა ფეხითაც ძლიერი დარტყმა გქონდა.

ალექსი – შენ „ინტერთან“ გენიალური გოლი გაიტანე.

პაულო – მეკარე არ ელოდა ამას. დროულად ვიმოქმედე და მან ვერ მოასწრო რეაგირება.

ალექსი – ვიღებ გამოწვევას, ვარჯიშს დავიწყებ.

პაულო – მე მაქვს განსაკუთრებული შეკითხვა შენთვის. როგორ ხედავ დღევანდელ ფეხბურთს რა შეიცვალა ბოლო 8 წლის განმავლობაში?

ალექსი – მოდი ვთქვათ, 6 წელი… ფეხბურთში კომუნიკაცია შეიცვალა. მე დავიწყე ფეხბურთის თამაში მაშინ, როდესაც ჟურნალისტები გასახდელის გარეთ იდგნენ, არავითარი ფილტრი არ არსებობდა. ახლა ორგანიზება განსხვავებულია, გაიზარდა ეკონომიკური კუთხითაც. ჩვენს ეპოქაში ბევრი ფული ვიშოვეთ, მაგრამ დღევანდელთან შედარებით ცოტა. ჩემს დროს იტალიაში, ინგლისში, ესპანეთში მწვრთნელებს საოცარი მახასიათებლები ჰქონდათ. ახლა კი, ბევრი რამ შეიცვალა, თქვენთვის, არგენტინელებისთვის სამწუხაროდ გერმანია მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიაში გახდა, ბურთის ფლობას მეტი ყურადღება ექცევა. იქნებ მეთამაშა კიდეც ახლანდელ დროში.

პაულო – ყველასთვის კარგი იქნებოდა.

ალექსი – თამაშის სურვილის არასდროს გტოვებს, ეს ვნებაა.

პაულო – მე ვფიქრობ, რომ ფიზიკურ დონეზეც ბევრი ცვლილებაა, ახლა უფრო მეტი სირბილია საჭირო. ახლა ნახევარმცველები 12 კმ-ს დარბიან.

ალექსი – ეს ციფრები მაშინაც იყო, განსაკუთრებით ნახევარმცველებისთვის. თუმცა ფეხბურთი შეიცვალა, მეკარის შეტევის დაწყების სტილი, ყველაფერი შეიცვალა. სტადიონებს სარბენი ბილიკები ჰქონდა, ახლა ბურთს გადააგდებ და მაშინვე შეტევა იწყება. მცველების უფრო ნაკლებ დათმობაზე მიდიან, სიტუაცია გაუმჯობესდა. ჩემი კარიერის დასაწყიში სტაფში 5-6 კაცი იყო, ახლა რამდენია, ალბათ 10?

პაულო – ფეხბურთელები შავებში ჩაცმულები მივდივართ სტადიონზე, სხვა პერსონალი თეთრებით. ხშირად თეთრები უფრო მეტნი არიან, ვიდრე შავები. ფიზიოთერაპევტები, საწყობის მუშაკები, მწვრთნელები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სჭირდება თითოეულ მოთამაშეს.

ალექსი – კი, ეს განსხვავდება ძველი დროისგან.

პაულო – როდესაც ადრინდელ პერიოდზე ვფიქრობ, სამუელი მახსენდება, რომელიც ახლა არგენტინის ნაკრების სტაფშია. როდესაც პალერმოში ვიყავი, ის ჯერ კიდევ ინტერში თამაშობდა და რამდენჯერმე ძალიან მეუხეშა. 15-ჯერ მაინც მეუხეშა და არავის დაუნახავს, გეფიცები. ახლა ეს ნამდვილად წითელი ბარათი იქნებოდა.

ალექსი – ვიცი, რომ ჩემი მაისური დაკარგე, კიდევ მაქვს იმ სეზონის ცოტა და გამოგიგზავნი (2010-2011 წლების სეზონის).

პაულო – ძალიან კარგი.

ალექსი – შენი ოჯახი როგორაა არგენტინაში?

პაულო – კარგად არიან, საბედნიეროდ არავის დაუდასტურდა. ისინი მანამდე ვნახე, სანამ მე ვირუსი დამიდასტურდებოდა. მაგრამ როდესაც ეს გავიგე, კონტროლი მათაც ჩაიტარეს უსაფრთხოებისთვის. არგენტინაში ცოტა შემთხვევებია, მაგრამ მთავრობა პასუხისმგებლობით იქცევა, კარანტინი დაიწყეს და ინფიცირების დონე დაბალია. ალექს, ვინ იყო შენი კერპი ბავშვობაში?

ალექსი – პლატინი. მე „იუვენტუსის“ გულშემატკივარი ვიყავი და ის ჩვენი გუნდის 10 ნომერი იყო. მაგრამ იმ დროს სერია A-ში ბევრი ჩემპიონი თამაშობდა, მარადონა, ზიკო… მაშინ თამაშების ყურება ადვილი არ იყო და „დომენიკა სპორტივას“ ელოდებოდი, რომ მომენტები გენახა (გადაცემა იტალიის ტელეარხ რაიზე).

პაულო – არგენტინაში ტელევიზორში ერთი თამაშიც თუ გადის ვუყურებთ. ფეხბურთი ყოველთვის შესანიშნავი საცქერია.

ალექსი – კითხვა მაქვს: იტალიური თუ არგენტინული საკვები გირჩევნია?

პაულო – არგენტინულ ასადოს არაფერზე გავცვლი. იტალიაში პიცა ძალიან მოწონს, მაგრამ პალერმოში ყოველთვის მივდიოდი პატარა ტრატორიაში, ზღვის სანაპიროზე და იქ სპაგეტის ვჭამდი.

ალექსი – ასე, რომ როდესაც ყველაფერი დალაგდება, მილანში ჩემს რესტორანში გეპატიჟები, მე ვიცი რაც უნდა ვჭამოთ.

პაულო – არგენტინაში არასდროს ყოფილხარ?

ალექსი – მხოლოდ ერთხელ. 19 წლის ვიყავი და ტურნე გვქონდა. ორი თამაში უნდა გვეთამაშა, მაგრამ საბოლოოდ ერთი ვითამაშეთ, „ველესის“ წინააღმდეგ. ძველი სტადიონი იყო, ძლიერი წვიმა. მახსოვს, რომ რამპულამ, რომელიც იმ დროს ჩვენი მეორე მეკარე იყო, ჩვენს მცველს, ტორიჩელის ბურთი თავში მოარტყა, გოლს გადავრჩით, მაგრამ ძალიან სასაცილო იყო და სახეზე ხელებს ვიფარებდით. ეს სამი ამბავი მახსოვს. ჩვენი დროით დეკემბერი იყო, მაგრამ იქ ზაფხული იდგა და ძალიან ცხელოდა (არგენტინაში იმ დროს საზაფხულო სეზონია). მას შემდეგ არგენტინაში არ ვყოფილვარ.

პაულო – უნდა ჩამოხვიდე.

ალექსი – ახლა მე გკითხავ იმას, რასაც ყველა გკითხავდა: „ბოკა“ თუ „რივერი“?

პაულო – „რივერის“ გულშემატკივრებს შენ კარგად არ უნდა ახსენდებოდე (გოლი გაუტანა 1996 წელს). მე შვიდი წელი გავატრე ჩემს საყვარელ გუნდში, სადაც გავიზარდე, დავდიოდი სტადიონზე და ფანებთან ერთად ვგულშემატკივრობდი.

ალექსი – არც „რივერი“ და არც „ბოკა“, მაგრამ რომელი?

პაულო – „ინსტიტუტო კორდობა“. ეს გუნდი ბევრმა არ იცის, რადგან ხშირად ქვედა ლიგაში თამაშობს.

ალექსი – იგივე ისტორია მაქვს „პადოვასთან“. ჩემი საყვარელი გუნდი არ ყოფილა, რადგან „იუვეს“ ვქომაგობდი, მაგრამ ეს იყო გუნდი, სადაც გავიზარდე და მის თამაშებზე სტადიონზე დავდიოდი.

პაულო – ძალიან მომწონდა, რიკელმე, რომელიც „ბოკაში“ იყო, მაგრამ ჩემი გუნდი „კორდობაა“. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც წავიკითხე: რომელი ჩემი გოლია შენთვის საუკეთესო და ასევე შენი გოლი ჩემთვის… თუ გინდა, მე პირველი მე ვიტყვი.

ალექსი – ორი-სამი მახსენდება… თუ ტექნიკურად ვსაუბრობთ, ძალიან ბევრი ლამაზი გოლი გაქვს გატანილი, მაგრამ მეორეს მხრივ, „ინტერთან“ ბოლო გოლი სრულყოფილი იყო, როგორც შეტევა, მანევრირება, ბურთის მიღება, მეტოქის მოტყუება, დარტყმა. ეს გოლი მართლა იდეალური გამოვიდა.

პაულო – მე ცოტა ტექნიკურად წავედი და ასეთი გოლი ავირჩიე შენი კარიერიდან. შენ არაერთი გოლი გაგიტანია შენს სტილში, შორეულ კუთხეში, მაგრამ „ფიორენტინასთან“ ფეხის გარეთა ნაწილით, ჰაერიდან გატანილი გოლი, ჩემი აზრით საუკეთესოა. არ ვიცი, ეს როგორ გააკეთე…

ალექსი – არც მე (იცინის). ეს ჩემთვისაც საუკეთესო გოლია, რადგან განსხვავებულია. შენ ძალიან კარგად მიცნობ, იღბალიც საჭიროა. ვფიქრობდი, რომ ბურთს გავაჩერებდი და შემდეგ დავარტყამდი, მაგრამ მცველი იქვე მყავდა, ამიტომ პირდაპირ დავარტყი.

პაულო – ეს ყველაფერი ორ წამში, წარმოუდგენელია. გოლის გატანის დროს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება, ორი-სამი წამი გაქვს გადაწყვეტილების მისაღებად.

ალექსი – რაც უფრო ნაკლებს ფიქრობ, მით უკეთესია. ინსტიქტი გიბიძგებს სწორი გადაწყვეტილებისკენ, სწრაფად. „ინტერთან“ შენს გოლზე რას ფიქრობ?

პაულო – ეს გოლი მრავალმა ფაქტორმა განაპირობა. სამწუხაროდ სტადონზე გულშემატკივარი არ იყო, რომ ეს გოლი მათთან ერთად მეზეიმა.

ალექსი – არასდროს გითამაშია ხომ მანამდე ცარიელი ტრიბუნების წინაშე. როგორი იყო?

პაულო – ფანებთან ერთად თამაში სასიამოვნოა, ამიტომ უცნაური იყო. თუმცა როდესაც მოედანზე გადიხარ, ყოველთვის იზოლირებული და კონცენტრირებული ხარ. გესმის სტვენა, მხარდაჭერა, მაგრამ როდესაც თამაშობ, ამას არ გრძნობ. ერთხელ შენ მადრიდში ტაშით გაგაცილეს, რომელი უფრო ლამაზი იყო, იმ თამაშის მოგება თუ ოვაცია?

ალექსი – მადრიდში ყოველთვის რთულად გაფასებენ მეტოქეს, მაგრამ ის ტაში ჩემთვის ტიტულის მოგებას უდრიდა. ჯარიმით ჩემი საუკეთესო გოლი? ალბათ იმავე თამაშში გატანილი, მნიშვნელობის თვალსაზრისით. ასევე ძალიან რთული ჯარიმა გავუტანე „ზენიტს“,როდესაც სერია B-ს შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი თამაში გვქონდა. შენი ჯარიმებიდან რომელს გამოარჩევ?

პაულო – „იუვეში“ ბევრი ჯარიმა გავიტანე, მაგრამ „ატლეტიკოსთან“ გამორჩეულია, როგორც სილამაზით, ისე მნიშვნელობით. პიანიჩს ვუთხარი, რომ კარში დარტყმას ვაპირებდი, მან მიპასუხა: დაბალს დაარტყამ, რომ ვინმეს მოხვდეს და კარში შევარდეს? თუმცა, მე მაღალი დარტყმა მინდოდა, რადგან კარის წინ ბევრი ფეხბურთელი იდგა და ადგილი არ იყო. ვფიქრობდი, ან კარში შევა ან ტრიბუნებზე. თან ძლიერ მეკარეს გავუტანე, ობლაკი დღეს საუკეთესოა, ტერ შტეგენთან ერთად, რომელიც ძალიან მომწონს.

ალექსი – ტერ შტეგენისთვის გაქვს გოლი გატანილი?

პაულო – კი, ორი გოლი, ობლაკისთვის ერთი. ნოიერსაც გავუტანე, კასილიასს, დიდ მეკარეებს. ჩემს სიას მხოლოდ ჯიჯი აკლია, რომელსაც “პალერმოში” თამაშის დროს ვერ გავუტანე, შემდეგ კი თანაგუნდელები გავხდით.

ალექსი – მე ძალიან ძლიერი მეკარეც ვარ.

პაულო – ვინც არ ურტყამს, იგერიებს ხომ?… შენ რომელი მნიშვნელოვანი მეკარეებისთვის გაგიტანია?

ალექსი – ჯიჯის გავუტანე, სანამ „იუვეში“ მოვიდოდა. მაშინ ძალიან ძლიერი მეკარეები იყვნენ. პერუცი, პალიუკა, ანტონიოლი, ტოლდო. ჩვენ მეკარეების დიდი ტრადიცია გვაქვს. არგენტინაში ასე არაა ხომ? უფრო მეტად თავდამსხმელების ქვეყანა ხართ.

პაულო – კი, ბრაზილიასთან ერთად. მარადონა, როცა იყო, ამბობდნენ, რომ ასეთი აღარავინ იქნებოდა, ახლა კი, ლეოა. ვფიქრობთ, მსგავსის პოვნა რთული იქნება, მაგრამ გავა დრო და ვიღაც კიდევ გამოჩნდება.

ალექსი – თან, ლეო ბოლო დროს თავდამსხმელი არაა, უფრო სიღრმიდან თამაშობს, მაგრამ საოცარია.

პაულო – მას არაჩვეულებრივი სტატისტიკა აქვს. პოზიცია არ სჭირდება. თუმცა, ახლა ნაკრებთან ერთად მნიშვნელოვანი ტიტულის მოგების დროა და იმედია მომავალ წელს კოპა ამერიკას მოვიგებთ, ჩვენთვის პირველი იქნება. ახლა დროა დაგემშვიდობო ალექს. სასიამოვნო იყო, როგორც ყოველთვის. საშუალოდ 50 ათასი მაყურებელი გვადევნებდა თვალს ამ ლაივის დროს, ფაქტობრივად სტადიონი შევავსეთ.

ალექსი – ესპანურ ენაზე დაგემშვიდობები…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …