ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ესპანელი ნახევარმცველი დანი სებალიოსი დაიმატოს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბებერი სინიორა“ ნიჭიერი ფეხბურთელით დაინტერესებულია.
სებალიოსი „არსენალში“ იჯარით თამაშობს, თუმცა „რეალის“ საკუთრებაშია. „ბლანკოსი“ კი ტრანსფერში 40 მილიონ ევროს ითხოვს.
თავად „იუვენტუსი“ მზადაა დანის ხელფასის სახით სეზონში 4-5 მილიონი ევრო გადაუხადოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ლონდონში მისი იჯარით დატოვება კვლავ სურთ, გარდა ამისა, „ბეტისი“ და „ვალენსიაც“ დაინტერესებულნი არიან.