იტალიის ნაკრებისა და „რომას“ ყოფილი ფეხბურთელი დანიელე დე როსი Sky Sport-ს ესაუბრა და ერთ-ერთ მონენტში ლეონარდო ბონუჩის შესახებ გააკეთა კომენტარი.
დე როსი ამბობს, რომ მასზე ბევრს მცდარი წარმოდგენა აქვთ და ის კარგი ბიჭია.
„ყველა ჩემი ნაცნობი მეუბნება, რომ ბონუჩი ეზიზღებათ. არსებობის მისდამი არასწორი აღქმა, ის წარმოუდგენელი პროფესიონალია. ვწუხვარ, რომ უსიამოვნო ადამიანი ჰგონიათ. ზოგჯერ მოედანზე ასეცაა, მაგრამ ეს მაისურის გამო ხდება, რომელიც იმ მომენტში აცვია და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ გამარჯვებულები არიან. ეს იწვევს ანტიპათიას, რადგან გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ერთხელ ვარჯიშის დროს ბუცი მესროლა, ნაკლებად ხუმრობდა, მაგრამ ყველაფერი ერთ წუთში დასრულდა. ლეონარდო ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვიხსენებ. მასთან ერთად შესანიშნავი მომენტები გავიარე. შესანიშნავი მამა და მეგობარია“, – თქვა დე როსიმ.