ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ვიალიმ სიმსივნე დაამარცხა. ამის შესახებ თავად იტალიელი იტყობინება.
„კარგად ვარ. დეკემბერში 17-თვიანი ქიმიოთერაპიის კურსი დავათმავრე. ტესტებმა აჩვენეს, რომ სიმსივნე აღარ მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ“, – აღნიშნა ვიალიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ვიალი 1992-1996 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა და ჯერჯერობით „იუვეს“ ბოლო კაპიტანია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა.