1903 წელს, „ნოთს ქაუნთი“ „იუვენტუსს“ დაეხმარა და შავ-თეთრი მაისურები გამოუგზავნა. მანამდე იტალიური გუნდი ვარდისფერი მაისურით თამაშობდა, მაგრამ იმ დღიდან „იუვე“ და შავ-თეთრი ფერი განუყოფელი ნაწილი გახდა.
დღეს, 116 წლის შემდეგ ისტორია მეორდება, ოღონდ პირიქით. Nottingham Post-ის ცნობით, „ნოთს ქაუნთის“ სერიოზული ფინანსური კრიზისი აქვს, 250.000 გირვანქა სტერლინგის დავალიანება.
გარდა ამისა, გუნდს არ აქვს სათამაშო მაისურები. ხსენებული წყაროს ინფორმაციით კი, ტურინულ კლუბსა და „ნოთს ქაუნთის“ შორის მეგობრობის კიდევ ერთი დასტური და ლამაზი ჟესტი იქნება, ინგლისელთათვის მაისურების გაგზავნა.
შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ „ალიანც სთედიუმზე“ პირველი თამაში 2011 წელს სწორედ „ნოთს ქაუნთის“ წინააღმდეგ ჩაატარა.