მაურიციო სარიმ სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ვარსკვლავების გუნდთან ამხანაგური მატჩის (3:3) შემდეგ ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა კომენტარი კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც გააკეთა, რომელსაც არ უთამაშია.
„ამ მომენტში ჩვენ არ შეგვიძლია ბალანსირება. ბევრი ფეხბურთელია სახლშია. დღეს თამაშის შესაძლებლობა ახალგაზრდებს მივეცით, რომლებიც მზად იყვნენ. ახლა 10 დღე შეგვიძლია კარგად მოვემზადოთ თამაშების გარეშე. რონალდუ? თამაშამდე ვესაუბრე და მითხრა, რომ დაღლილი იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დაესვენა.
ულამაზეს სტადიონზე ვითამაშეთ, შესანიშნავი პუბლიკის წინაშე და ეს იყო იდეალური ტურნე“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ტურინში ბრუნდება და მომდევნო ამხანაგურ მატჩს 10 აგვისტოს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს.