ზუსტად 23 წლის წინ, 1997 წლის 23 აპრილს, “იუვენტუსმა” “დელე ალპიზე” “აიაქსი” 4:1 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. მარჩელო ლიპის გუნდს მანამდე პირველი მატჩი 2:1 ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამში ამსტერდამული ბარიერი ძალიან ადვილად გაიარა.
