ფედერიკო ბერნარდესკის „იუვენტუსთან“ დამშვიდობების დრო ახლოვდება. იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ იტალიელი კლუბს დატოვებს.
სამი სეზონის განმავლობაში ბერნარდესკიმ ვერ შეძლო კლუბის ძირითადი შემადგენლობის ნაწილი გამხდარიყო. მასიმილიანო ალეგრი მას შედარებით კარგად იყენებდა, მაგრამ მაურიციო სარის პერიოდში სიტუაცია უფრო გართულდა.
შესაძლოა ფედერიკო „ატლეტიკოში“ გადავიდეს, რომელიც დიდი ხანია ფეხბურთელის ევოლუციას აკვირდება, თუმცა მხარეებს შორის ამ დრომდე კონტაქტი არ ყოფილა.
ისევ აქტუალურია „ბარსელონას“, „მილანისა“ და „რომას“ ვარიანტებიც. მოსალოდნელია, რომ „იუვენტუსი“ იტალიელ შემტევს 40 მილიონ ევროდ დააფასებს.