ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ზინედინ ზიდანის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას სკეპტიკურად უყურებს. კასანო მიიჩნევს, რომ ზიდანი ალეგრის სტილის მწვრთნელია.
„ზიდანი „იუვენტუსში“? შესანიშნავი მწვრთნელია, მაგრამ ალეგრის ფეიკ სტილია. „იუვეში“ ლამაზი ფეხბურთის თამაში უნდათ და რას აკეთებენ, აბრუნებენ იმას, რაც უკვე დატოვეს? არ ვიცი, თუ მოინდომებს „რეალის“ დატოვებას „იუვენტუსში“ წასასვლელად, ჩემი აზრით, პსჟ-ში წავა. ეს მისთვის გამოწვევა იქნება, რადგან ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია“, – განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ზიდანის ტურინში დაბრუნების შესახებ რამდენჯერმე დაიწერა.