იტალიელმა მეკარემ ფრანჩესკო ტოლდომ განაცხადა, რომ მისი კარიერის საუკეთესო სეივი „იუვენტუსთან“ გატანილი გოლია.
ტოლდომ 2002 წლის მატჩი გაიხსენა, როდესაც ბოლო წუთზე ვიერიმ გაიტანა (ოფიციალური წყაროებით), თუმცა, მანამდე საჯარიმოში ჩასულმა ტოლდომ ითამაშა ბურთზე და იმდენად ბუნდოვანი ეპიზოდია, დღემდე რთულია დაადგინო, გოლი ტოლდომ გაიტანა თუ ვიერიმ.
„ჩემი საუკეთესო სეივი? „იუვენტუსის“ კარში გატანილი გოლი ბოლო წუთზე. ვიერის თანამონაწილეობით მოვახერხე გატანა და ანგარიშის გათანაბრება. ეს გოლი ჩემია, კრისტიანი ამბობს, რომ ბურთი შეეხო, მაგრამ ასე არაა. ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო, ბოლო წუთზე „იუვენტუსთან“, – განაცხადა ტოლდომ.
შეგახსენებთ, რომ 2002-2003 წლების სეზონში „სან სიროზე“ გამართული ეს მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.