ფლორენციის ფიორენტინა ფედერიკო კიეზას შენარჩუნებას ცდილობს, ვისითაც ტურინის იუვენტუსი არის დაინტერესებული.
გაზეტა დელო სპორტის ინფორმაციით, ფლორენციული კლუბი მზადაა ფეხბურთელს ხელფასი გაუორმაგოს, რათა ის ტურინში არ გადავიდეს. ამ შემთხვევაში კიეზას ხელშეკრულება კლუბთან 2023 წლამდე გაგრძელდება.
გასულ სეზონში, 21 წლის თავდამსხმელმა, სერია ა-ში 37 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე პასი გაიფორმა.