ამ დღეებში, რამდენიმე ავტორიტეტული წყაროდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუვე ოფიციალურად ჩაერთო ნეიმარისთვის ბრძოლაში.
დღეს პოპულარულმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ ტურინში მზად არიან დააკმაყოფილონ ბრაზილიელის ფინანსური მოთხოვნები, და მისთვის წელიწადში 37 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი გაამზადეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბებერი ქალბატონი ბრაზილიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ პარიზელებს 100 მილიონ ევროს და პაულო დიბალას სთავაზობს.