ტურინის იუვენტუსის მთავარ მწვრთნელს მაურიციო სარის დროებით ჯოვანი მარტუშელო ჩაანაცვლებს.
ბებერი ქალბატონის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ფილტვების ანთების გამო პარმასთან და ნაპოლისთან გასამართ მატჩებს გამოტოვებს.
Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინულ გრანდს მომავალ ორ მატჩში ჯოვანი მარტუშელო გაუძღვება.
მარტუშელო ტურინულ გრანდში სარის თანაშემწეა. სწორედ ის უძღვებოდა გუნდს ბოლო ამხანაგურ მატჩში ტრიესტინასთან.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი