მთავარი / სიახლეები / ახალი “იუვენტუსი” – ანალიზი სეზონის წინ

ახალი “იუვენტუსი” – ანალიზი სეზონის წინ

იტალიის სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონის დაწყებამდე სულ რაღაც სამი დღე დარჩა. „იუვენტუსი“ პირველ ტურში 24 აგვისტოს, „პარმას“ ესტუმრება. სეზონის დაწყებამდე კი, გამოცემა Football Italia-მ სერია A-ს მონაწილე ოცივე გუნდის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

მათ შორის, რა თქმა უნდა, ტურინის „იუვენტუსზეც“, რომელიც მთავარ ფავორიტად სახელდება. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, „იუვე“ სარისკო გათვლა გააკეთა, რომელიც ან გაამართლებს, ან – არა.

„იუვენტუსი“

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გასული სეზონი: პირველი ადგილი, 90 ქულა

2018-2019 წლების სეზონის ფეხბურთელი: კრიშტიანუ რონალდუ

დასაკვირვებელი ფეხბურთელი: ფედერიკო ბერნარდესკი

პროგნოზი: პირველი ადგილი

„გამარჯვება არ არის მნიშვნელოვანი, ეს ერთადერთია, რასაც აზრი აქვს“, – აღნიშნა ერთხელ „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა და პრეზიდენტმა ჯამპიერო ბონიპერტიმ. ეს სლოგანი კლუბის სულშია ჩასმული.“იუვეს“ დნმ-ში არასდროს ყოფილა მიმზიდველი და შემტევი ფეხბურთის თამაში. ეს მათ არასდროს აინტერესებდათ, რადგან ერთადერთი რაც სპორტში ახსოვთ – გამარჯვებულია.

მიუხედავად იმისა, რომ დრო შეიცვალა, „იუვენტუსი“ აქტიურად აძლიერებს შემადგენლობას და ცდილობს ესპნური დუეტისა და პრემიერლიგის გუნდების შევიწროებას. გარდა ამისა, გუნდი თითქოს ფილოსოფიასაც იცვლის. ჯერ იყო ლოგო, შემდეგ მაისური, საიდანაც შავ-თეთრი ზოლები გაქრა და ახლა მაურიციო სარი, რომლის დანიშვნა ნიშნავს, რომ გუნდს აქვს ამბიცია ითამაშოს მიმზიდველი ფეხბურთი.

ამის მიზანი ახალგაზრდა თაობის გულშემატკივრების მოზიდვაა, რომლებიც ლამაზი ფეხბურთით ადვილად იხიბლებიან. ისევე, როგორც 2000-იანი წლების დასაწყისში მოზარდ ბავშვებს შეუყვარდათ „ბარსელონა“ რონალდინიოს, ლიონელ მესის, ანდრეს ინიესტას, ჩავის, დანი ალვეშისა და ა.შ უნარები გამო. მხოლოდ გამარჯვება საკმარისი არაა იმისთვის, რომ მოიგო გული და გრძნობა.

სარი ამ კლუბის ნორმის დარღვევას ნიშნავს. ისტორიულად ბევრ ისეთ მწვრთნელს არ უმუშავია „იუვენტუსში“, რომელთაც შემტევი სტილის ფეხბურთი ხიბლავდათ. ბოლოს ასეთი იყო ჯიჯი მაიფრედი 1990-1991 წლების სეზონში, რომელსაც შეტევაში 1990 წლის მუნდიალის იტალიელი გმირები, რობერტო ბაჯო და ტოტო სკილაჩი ჰყავდა. თუმცა, ამ ისტორიას კარგი დასასრული არ ჰქონია.

გუნდმა მაიფრედისთან ერთად სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა და ბოლო 30 წელიწადში პირველად ევროსაგზური ვერ მოიპოვა. მაიფრედის კი სეზონის ბოლოს გუნდის დატოვება მოუწია და ის პრაგმატიზმის მიმდევარმა ჯოვანი ტრაპატონიმ შეცვალა.

სარიმ თავისი სტილით, „სარიბურთი“ ვერ მოახერხა გასულ წელს „ჩელსის“ ქომაგების გულის მოგება. ხანდახან ძალიან მოსაწყენ თამაშსაც უყურებდნენ. მთლიანობაში, სარის სისტემა აქოქმედებას მეორე სეზონში იწყებს. ნეაპოლში მცხოვრები ქომაგები აღნიშნავენ, რომ სარის მეთოდების ფეხბურთელებამდე მიტანა საკმაოდ რთულია.

„იუვე“ კი იმედოვნებს, რომ სარის სტილი შედეგს დაუყოვნებლივ გამოიღებს. გუნდის ბევრი მოთამაშე ასაკშია და მათ  შორის, მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც 30 წელსაა გადაცილებული. შესაბამისად, დასაკარგი დრო არაა, ეს „იუვენტუსი“ აშენებულია დაუყოვნებლივ გამარჯვებისთვის და არა ორ-სამ წელიწადში წარმატების მიღწევისთვის. გუნდის ყოფილი ლეგენდა პაველ ნედვედი ამბობს, რომ ბურთი ახლა უფრო სწრაფად მოძრაობს.

„იუვეს“ ნახევარდაცვის ხაზი სავარაუდოდ გასულ სეზონში გუნდის მთავარი სუსტი წერტილი იყო, ჯერ უცნობია, როგორი იქნება ახალ სეზონში. აარონ რემზი და ადრიენ რაბიო მშვენიერი შენაძენებია, მაგრამ ორივე ფეხბურთელს არ გააჩნია ის ძალა და სიჩქარე, რომელიც ნახევარდაცვაში პოლ პოგბასა და არტურო ვიდალის წასვლის შემდეგ დაიკარგა.

მისცემს თუ არა „იუვენტუსის“ სარის საკმარის დროს, რათა დახვეწოს თავისი სისტემური ასპექტები? შესაძლოა ამან ორი გზით წაგვიყვანოს. შესაძლოა კატასტროფა გამოიწვიოს და სარი სეზონის დასრულებამდე დაითხოვონ, ან შეიძლება ჩამოაყალიბოს ახალი, შემტევი „იუვენტუსი“. მაგრამ ერთი რამ ნათელია – არ იქნება შუალედი.

მწვრთნელი: მაურიციო სარი

ყოფილი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრისგან განსხვავებით, რომელიც რამდენიმე სქემით თამაშობდა, სარი არაა სისტემის ცვლილების მოყვარული სპეციალისტი. ის ხშირად არ ღალატობს 4-3-3 სქემას, უკიდურეს ვითარებაში კი 4-3-1-2 სქემით თამაშობს. შესაძლოა ეს იყო დიდებული ან კატასტროფული.

ზაფხულის მთავარი შენაძენი: მატიას დე ლიხტი

„იუვენტუსმა“ ბევრი გააკვირვა, როდესაც მატიას დე ლიხტისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა, რადგან მას მსოფლიოს საუკეთესო გუნდები ეპატიჟებოდნენ. ჰოლანდიელს აბრალებენ, რომ ტურინზე არჩევანი ფინანსური თვალსაზრისით გააკეთა და არა სპორტული ამბიციების საფუძველზე, მაგრამ ფეხბურთელი ამბობს, რომ სურს ისწავლოს ჯორჯო კიელინისგან და ლეონარდო ბონუჩისგან.

საკვანძო გასხვისება: მოიზე კინი

კინი „ევერტონში“ გადავიდა. ის განიხილება როგორც იტალიის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი და ბევრი ფიქრობდა, რომ „იუვე“ შეინარჩუნებდა. საბოლოოდ კი, ინგლისში გაყიდა, თუმცა, კონტრაქტის პუნქტის მიხედვით მისი უკან გამოსყიდვა შეუძლია.

სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, დე ლიხტი, კიელინი, ალექს სანდრო; რაბიო, პიანიჩი, რემზი (მატუიდი); ბერნარდესკი, რონალდუ, დიბალა (დუგლას კოშტა).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *