ტურინის „იუვენტუსის“ მცველი დანიელე რუგანი ახლოსაა „რომაში“ გადასვლასთან. მხარეებმა პრაქტიკულად ყველა დეტალი შეთანახმეს და იტალიელმა მცველმა შესაძლოა სამედიცინო შემოწმება ორშაბათს გაიაროს.
„იუვენტუსი“ რუგანის 1-წლიანი იჯარით დათმობს, ხოლო მომავალ ზაფხულს „რომას“ მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლება. ფეხბურთელი ანაზღაურების სახით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსები დაემატება. აღსანიშნავია, რომ იგივე ხელფასი აქვს მას „იუვენტუსშიც“.
რუგანიმ მარტში ტურინულ გრანდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მატიას დე ლიხტისა და მერიჰ დემირალის ტრანსფერების შემდეგ გუნდში მისი ადგილი აღარ დარჩა.