ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ თქვა, რომ მოტივაცია ისევ აქვს და სურს გამარჯვებები როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე მოიპოვოს.
„ფეხბურთი არ მჭირდება იმისთვის, რომ კარგად ვიცხოვრო, ფინანსურად მშვიდად ვარ. მე მიმზიდველი პროექტები მჭირდება და „იუვეც“ სწორედ ასეთია. ეს გუნდი ყოველთვის მომწონდა, იტალიაში საუკეთესოა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. შემიძლია კარიერა მომავალ წელს დავასრულო, მაგრამ ამავდროულად 40-41 წლამდე ვითამაშო. არამგონია ჩემზე მეტი რეკორდი რომელიმე ფეხბურთელს ჰქონდეს, ისინი უკვე ისტორიაში არიან.
მადრიდში 9 სეზონი გავატარე, ჩემი კარიერის 60%. ახალი გამოწვევა მსურდა და ძალიან ბედნიერი ვარ „იუვეში“ ყოფნით. ყველას უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, მათ შორის, ჩვენც, მაგრამ ამით არ უნდა ვიყოთ შეპყრობილნი, ეტაპობრივად უნდა ვიაროთ. უნდა ვახსენოთ ისიც, რომ დიდი გუნდები ძალიან დიდი თანხას ხარჯავენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ ახერხებენ. მაგალითად, „ბარსელონა“, „ბაიერნი“ ან პსჟ.
შემთხვევითობა არაა, რომ მე და მესის 5-5 ოქროს ბურთი გვაქვს მოგებული. გამარჯვებისთვის მოტივაცია კიდევ მაქვს, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კარიერას დავასრულებდი. ბედნიერი ვარ, რადგან არაფერი მაკლია, მაგრამ ფეხბურთისადმი ვნება არის ის, რაც მიბიძგებს გამარჯვების წყურვილისკენ“, – თქვა რონალდუმ.