პაულო დიბალა ისევ სატრანსფერო მითქმა-მოთქმის ეპიცენტრშია. იტალიური მედიის ცნობით, „იუვენტუსმა“ და „ტოტენჰემმა“ შეთანხმებას მიაღწიეს და არგენტინელი ლონდონში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდება.
თუმცა, ამისთვის თავად ფეხბურთელის თანხობაა საჭირო, რომელიც „მამლებს“ პირად კონტრაქტზე უნდა მოურიგდეს.
რამდენად შედგება დიბალასა და „ტოტენჰემს“ შორის შეთანხმება, ჯერ უცნობია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ეს ამბავი უახლოეს 48 საათში უნდა მოგვარდეს, რადგან 8 აგვისტოს ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა იხურება.