დანიელე რუგანი ახლოსაა ლონდონის „არსენალთან“. Tuttosport-ის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ გუნდთან პირად შეთანხმებას მიაღწია და ახლა ჯერი კლუბებზეა.
შესაძლოა ტრანსფერი დღესვე დაიხუროს, რადგან, ხვალ დღის მეორე ნახევარში ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა იხურება. „მეთოფეებს“ რუგანიზე თვალი დიდი ხანია უჭირავთ და ლორან კოშელნის გასხვისების შემდეგ მცველის ყიდვის აუცილებლობა დღის წესრიგში დახვდა.
„არსენალი“ მზადაა 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა არა მიმდინარე ზაფხულს. ინგლისელთა გეგმა ასეთია. იჯარა გამოსყიდვის პერსპექტივით.