ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ ტურინის „იუვენტუსს“ ნეიმარის ყიდვა შესთავაზა. აღნიშნულ ცნობას ესპანური გამოცემა, Sport-ი ავრცელებს.
ბრაზილიელს პსჟ-ს დატოვება და „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდა, მაგრამ თავად გუნდი წინააღმდეგია, რომ ფეხბურთელი ესპანეთში გაასხვისოს. სწორედ ამოტომ პარიზელებმა სხვა გამოსავლის ძებნა დაიწყეს და ტურინელებს შესთავაზეს.
ჯერჯერობით შესაძლოა ტრანსფერის ფინანსური დეტალების შესახებ არაფერი თქმულა. არაა გამორიცხული, რომ გარიგებაში არგენტინელი პაულო დიბალაც ჩართონ.