მთავარი / სიახლეები / კაპელო: “დი მარიას, ვლაჰოვიჩსა და მილიკს ერთად თამაში შეუძლიათ”

კაპელო: “დი მარიას, ვლაჰოვიჩსა და მილიკს ერთად თამაში შეუძლიათ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ფიქრობს, რომ ანხელ დი მარიას, დუშან ვლაჰოვიჩსა და არკადიუშ მილიკს ერთად თამაში შეუძლიათ. მას დაეთანხმა ფაბრიციო რავანელიც.

ფაბიო კაპელო: „რა თქმა უნდა, სამივეს ერთად თამაში შეუძლია. დი მარია „პარი სენ ჟერმენში“ უკვე თამაშობდა ორ თავდამსხმელთან ერთად. მილიკი განსხვავებული სტილის თავდამსხმელია, გუნდისთვის ბევრს მუშაობს. მნიშვნელოვანია, როგორ კონდიციაში იქნება დი მარია, რადგან ანხელს ყველაფერი აქვს: საფეხბურთო ინტელექტი, ხარისხი. ბალანსის პრობლემა? მე ვიტყოდი, რომ სამივე თუ მოედანზე იქნება, პრობლემა „იუვეს“ კი არა, უფრო მეტოქეებს ექნებათ“.

ფაბრიციო რავანელი: „დი მარია, მილიკი და ვლაჰოვიჩი ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან. რა თქმა უნდა, მომხიბლავი ტრიო. ვლაჰოვიჩი და მილიკი განსაკუთრებით ძლიერები არიან, როცა ფლანგებიდან იღებენ პასებს, მათთვის საუკეთესო სქემა 4-4-2 ან 3-5-3 მგონია“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …