მთავარი / თეგის არქივი: არკადიუშ მილიკი

თეგის არქივი: არკადიუშ მილიკი

“იუვეს” მილიკი დაუბრუნდა, კლუბი მის გამოსყიდვასაც აპირებს

ტურინის „იუვენტუსს“ არკადიუშ მილიკი უბრუნდება. დღეს პოლონელმა ფეხბურთელმა ნაწილობრივ ივარჯიშა და 1-ელ აპრილს, „ვერონასთან“ მატჩისთვის მზად იქნება. ეს უდავოდ კარგი ამბავია მასიმილიანო ალეგრისთვის, რადგან მილიკს შეტევაში დიდი დახმარების აღმოჩენა შეუძლია. პოლონელმა ტრავმა 29 იანვარს, „მონცასთან“ შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ ლაზარეთში იყო. გარდა ამისა, „იუვე“ მილიკის გამოსყიდვაზე მუშაობს. ტურინში ფეხბურთელით …

სრულად წაკითხვა »

არკადიუშ მილიკის ტრავმა სერიოზულია

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ არკადიუშ მილიკს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ტრავმის სერიოზულად დაადასტურა. პოლონელ ფეხბურთელს ბარძაყი აქვს დაზიანებული და მინიმუმ ორი კვირა ვერ ითამაშებს. როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, პოლონელს ხელახალი გამოკვლევა ორ კვირაში ჩაუტარდება და ამის შემდეგ დადგინდება ზუსტი დრო, როცა მოედანზე დაბრუნებას შეძლებს. იტალიური მედია ვარაუდობს, რომ მთლიანობაში 28 წლის …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” “მარსელიდან” მილიკის გამოსყიდვას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ მარსელის „ოლიმპიკიდან“ არკადიუშ მილიკის გამოსყიდვას აპირებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ტურინული კლუბის ხელმძღვანელები პოლონელი ფორვარდის თამაშით ძალიან კმაყოფილები არიან და ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ. მილიკი „იუვეს“ გასულ ზაფხულს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, რაც იტალიურ გრანდს მხოლოდ 800 000 ევრო დაუჯდა, ხოლო ზაფხულში მისი გამოსყიდვა 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ …

სრულად წაკითხვა »

მილიკი: “წლის გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა არკადიუშ მილიკმა „კრემონეზესთან“ გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ჯარიმების დარტყმაზე დუშან ვლაჰოვიჩთან ერთად ბევრს ვარჯიშობს. „ძალიან გახარებულები ვართ გამარჯვებით. მნიშვნელოვანი იყო წლის კარგად დაწყება. ბევრი არაზუსტი პასი გავაკეთეთ, ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, მაგრამ მთავარი 3 ქულაა და ასე უნდა გავაგრძელოთ. ჯარიმა? ვლაჰოვიჩთან …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მილიკის გამოსყიდვას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ მარსელის „ოლიმპიკიდან“ არკადიუშ მილიკის გამოსყიდვას აპირებს. ამის შესახებ Tuttosport-ი წერს. 28 წლის პოლონელი ფორვარდი „იუვეს“ იჯარით შეუერთდა და მიმდინარე სეზონში მან 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ეს იჯარა ტურინელებს 800 000 ევრო დაუჯდათ, ხოლო მისი გამოსყიდვა 7 მილიონი ევრო დაუჯდებათ. წყაროს თანახმად, ეს არის თანხა, რომელიც სრულად შეესაბამება …

სრულად წაკითხვა »

ლორენტე: “მილიკი “იუვეში” თამაშზე მაშინ ოცნებობდა, როცა “ნაპოლიში” იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ფერნანდო ლორენტემ დუშან ვლაჰოვიჩსა და არკადიუშ მილიკზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ვლაჰოვიჩი ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გახდება, ხოლო მილიკის ტრანსფერი მისთვის გასაკვირი არ ყოფილა. „ვლაჰოვიჩი ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ძლიერია. არ ვიცი, შეძლებს თუ არა ჰოლანდის დონეზე მიღწევას, რომელიც წარმოუდგენლად თამაშობს, მაგრამ რა თქმა უნდა, დუშანი მსოფლიოში ერთ-ერთი …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “დი მარიას, ვლაჰოვიჩსა და მილიკს ერთად თამაში შეუძლიათ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ფიქრობს, რომ ანხელ დი მარიას, დუშან ვლაჰოვიჩსა და არკადიუშ მილიკს ერთად თამაში შეუძლიათ. მას დაეთანხმა ფაბრიციო რავანელიც. ფაბიო კაპელო: „რა თქმა უნდა, სამივეს ერთად თამაში შეუძლია. დი მარია „პარი სენ ჟერმენში“ უკვე თამაშობდა ორ თავდამსხმელთან ერთად. მილიკი განსხვავებული სტილის თავდამსხმელია, გუნდისთვის ბევრს მუშაობს. …

სრულად წაკითხვა »

მილიკმა ვარჯიში გამოტოვა და “მაკაბისთან” თამაში საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსს“ ჰაიფას „მაკაბისთან“ შესაძლოა არკადიუშ მილიკი ვერ დაეხმაროს. პოლონელმა ფორვარდმა დღეს გუნდის ვარჯიში გამოტოვა და მხოლოდ სპორტდარბაზში ემზადებოდა. მას კუნთების დაზიანება აღენიშნება და ხვალინდელ შეხვედრაში მისი მონაწილეობის მიღება ეჭვის ქვეშაა. გარდა ამისა, წინ „მილანთან“ მატჩია, რაზეც ტურინელებმა უნდა იფიქრონ და დიდი შანსია, მილიკის ტრავმასთან დაკავშირებით რისკზე არ წავიდნენ, რის …

სრულად წაკითხვა »

მილიკი: “ყველა ფეხბურთელი პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რაც ხდება”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა „ბენფიკასთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ყველა ფეხბურთელმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და უფრო მეტი გაიღონ, რომ ამ კრიზისს თავი დააღწიონ. „ვფიქრობ, ჯერ ადრეა რაიმეს თქმა, თამაში 10 წუთის წინ დასრულდა. ეს მარცხი დავიმსახურეთ, ეს შედეგი დავიმსახურეთ, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად გულდასაწყვეტია. თამაში დადებითად დავიწყეთ 20-30 …

სრულად წაკითხვა »

დი მარია მილიკს: “რატომ შეგცვალა?”

ტურინის „იუვენტუსმა“ „ბენფიკასთან“ 1:2 წააგო და მოედანზე ტურინელთაგან გამორჩეული არკადიუშ მილიკი იყო. თუმცა, მასიმილიანო ალეგრიმ ის მეორე ტაიმის შუაში შეცვალა. მატჩის შემდეგ კამერებმა დააფიქსირეს ანხელ დი მარიასა და მილიკის დიალოგი, სადაც არგენტინელი გაკვირვებული ეკითხება, თუ რატომ შეცვალა ალეგრიმ… იტალიელმა მწვრთნელმა თქვა, რომ მილიკის შეცვლა ნახევარდაცვის გაძლიერების გამო გადაწყვიტა და დი …

სრულად წაკითხვა »