მთავარი / სიახლეები / “იუვე” მილიკის გამოსყიდვას აპირებს

“იუვე” მილიკის გამოსყიდვას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ მარსელის „ოლიმპიკიდან“ არკადიუშ მილიკის გამოსყიდვას აპირებს. ამის შესახებ Tuttosport-ი წერს.

28 წლის პოლონელი ფორვარდი „იუვეს“ იჯარით შეუერთდა და მიმდინარე სეზონში მან 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ეს იჯარა ტურინელებს 800 000 ევრო დაუჯდათ, ხოლო მისი გამოსყიდვა 7 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

წყაროს თანახმად, ეს არის თანხა, რომელიც სრულად შეესაბამება ფეხბურთელის კლასს და „იუვეც“ აპირებს, რომ მილიკი გამოისყიდოს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში „იუვენტუსს“ მემფის დეპაის უკავშირებდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში მათ არჩევანი მილიკზე გააკეთეს. უნდა ითქვას, რომ პოლონელმა სეზონის განვლილი ნაწილი ურიგოდ არ ჩაატარა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …