მთავარი / სიახლეები / მილიკი: “წლის გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანი იყო”

მილიკი: “წლის გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა არკადიუშ მილიკმა „კრემონეზესთან“ გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ჯარიმების დარტყმაზე დუშან ვლაჰოვიჩთან ერთად ბევრს ვარჯიშობს.

„ძალიან გახარებულები ვართ გამარჯვებით. მნიშვნელოვანი იყო წლის კარგად დაწყება. ბევრი არაზუსტი პასი გავაკეთეთ, ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, მაგრამ მთავარი 3 ქულაა და ასე უნდა გავაგრძელოთ.

ჯარიმა? ვლაჰოვიჩთან ერთად ბევრს ვვარჯიშობ, რომელიც ჯარიმებს ძალიან კარგად ასრულებს, შემდეგ ბევრი რამ დამოკიდებულია მოედანზე იმ მომენტში შეგრძნებებზე. მალე ყველა ფეხბურთელი დაბრუნდება და საუკეთესოდ სათამაშოდ მზად ვიქნებით“, – თქვა მილიკმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 7 იანვარს, საკუთარ მოედანზე „უდინეზესთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …