მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაქტები და სტატისტიკა “კრემონეზე” – “იუვეს” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “კრემონეზე” – “იუვეს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-16 ტურში არკადიუშ მილიკის გოლით „კრემონეზე“ 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ შეხვედრაში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.

2004-2005 წლების სეზონიდან იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც სერია A-ში სამზე მეტი ჯარიმა დაარტყეს, არკადიუშ მილიკს რეალიზაციის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს – 33% (12 ჯარიმიდან 4 გაიტანა).

სერია A-ში თავისი პირველი სეზონიდან (2016-2017), არკადიუშ მილიკმა 4 ჯარიმა გაიტანა, თავდამსხმელებს შორის ამ პერიოდში ის მხოლოდ პაულო დიბალას (7) და დრის მერტენსს (6) ჩამორჩება.

მილიკი მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც კომპენსირებულ დროში ერთზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

არცერთ გუნდს არ გაუტანია უფრო მეტი ჯარიმა მიმდინარე სეზონში, ვიდრე „იუვენტუსს“ ტოპ ხუთ ლიგაში – 3 ჯარიმა (იგივე შედეგი აქვს „ლორიენს“).

„იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 11-ჯერ შეინახა კარი მშრალად „ბარსელონასთან“ ერთად ტოპ ხუთ ლიგაში ეს საუკეთესო შედეგია.

„იუვეს“ ბოლო 7 მატჩში გოლი არ გაუშვია, რაც საუკეთესო შედეგია 2018 წლის იანვრიდან მარტის პერიოდის შემდეგ, როცა ზედიზედ 10 მატჩში შეინახა კარი მშრალად.

ზედიზედ მეათე წელია, „იუვენტუსი“ წლის პირველ შეხვედრას არ აგებს (8 მოგება, 2 ფრე). ამ 10 თამაშში ჯამში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.

„იუვეს“ ძირითადი შემადგენლობის საშუალო ასაკი „კრემონეზესთან“ 25 წელი და 296 დღე იყო, რაც მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობაა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …