მთავარი / სიახლეები / მილიკი: “ყველა ფეხბურთელი პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რაც ხდება”

მილიკი: “ყველა ფეხბურთელი პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რაც ხდება”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა „ბენფიკასთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ყველა ფეხბურთელმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და უფრო მეტი გაიღონ, რომ ამ კრიზისს თავი დააღწიონ.

„ვფიქრობ, ჯერ ადრეა რაიმეს თქმა, თამაში 10 წუთის წინ დასრულდა. ეს მარცხი დავიმსახურეთ, ეს შედეგი დავიმსახურეთ, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად გულდასაწყვეტია. თამაში დადებითად დავიწყეთ 20-30 წუთი, გოლიც გავიტანეთ, შევქმენით საგოლე მომენტები, გვქონდა განცდა, რომ თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ ერთ მომენტში რაღაც დავკარგეთ. ძნელია სიტყვებით გადმოცემა, ეს არ არის ფიზიკური მომზადების პრობლემა, რადგან ნახევარ საათში შეუძლებელია ფიზიკური ვარდნა, ძნელია სიტყვების პოვნა. შედეგით იმედგაცრუებულები ვართ, კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, გავაგრძელოთ შრომა, რადგან ეს არის ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი.

ინტენსივობის ნაკლებობა? 60-70 წუთის შემდეგ შეიძლება, მაგრამ 30 წუთის შემდეგ არა, ასე რომ, ეს არ არის პრობლემა. ახლა კლუბისთვის კარგი დრო არ არის, არც გუნდისთვის, არც ჩვენთვის. უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ, უფრო მეტი გავიღოთ მოედანზე, ვარჯიშზე და ნებისმიერ სიტუაციაში ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ყველა მოთამაშემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება.

ფეხბურთში ყველაფერი იცვლება, კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშებით, მაგრამ მთავარი გუნდია, წავაგეთ და იმედგაცრუებული ვარ. მე ყოველთვის ოპტიმისტი ვარ, მაგრამ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, რომ ამ სიტუაციას თავი დავაღწიოთ. გვჭირდება ქულები, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე სერია A-ში“, – თქვა მილიკმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და ისტორიაში პირველად წააგო ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორივე მატჩი. სეზონში ჩატარებული 8 მატჩიდან კი „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ ორი მოიგო, რაც კატასტროფული შედეგია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …