მთავარი / სიახლეები / კაპელო: “ალეგრიმ არ იცის რა მიმართულებით წავიდეს, “ბენფიკასთან” უზარმაზარი სხვაობა გამოჩნდა”

კაპელო: “ალეგრიმ არ იცის რა მიმართულებით წავიდეს, “ბენფიკასთან” უზარმაზარი სხვაობა გამოჩნდა”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრი მიმართულების გარეშე მუშაობს. კაპელოს თქმით, „იუვენტუსსა“ და „ბენფიკას“ შორის უზარმაზარი სხვაობა იყო – პორტუგალიელთა სასარგებლოდ.

„რთული მატჩი იყო, „იუვენტუსმა“ საერთოდ ვერ მოახერხა მისი კონტროლი და მშვენიერი 20 წუთის შემდეგ მეტოქის მსგავსი რიტმი არ გააჩნდა. ხარისხსა და ინტენსივობაში უზარმაზარი განსხვავება დავინახეთ, ეს რთული მომენტია „ბიანკონერისთვის“.

გუნდმა დასაწყისში ამ სეზონში საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა, შემდეგ პირველივე სირთულის შემდეგ გაითიშა. ისინი საშინელ კონტრშეტევებს იღებდნენ, მოედანზე ბალანსი არ იყო. „ბენფიკას“ მოთამაშეებს ჰქონდათ სურვილი, ძალა და სიჩქარე, „იუვეს“ ეს აკლდა. ალეგრი? ადრე მას სხვა გუნდი ჰყავდა, ახლა კი ვერ პოულობს პრობლემის გადაჭრის გასაღებს და სწორ მიმართულებას“, – თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და ისტორიაში პირველად წააგო ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორივე მატჩი. სეზონში ჩატარებული 8 მატჩიდან კი „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ ორი მოიგო, რაც კატასტროფული შედეგია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …