მთავარი / სიახლეები / პარედესი: “ვფიქრობ, მენტალური პრობლემა გვაქვს”

პარედესი: “ვფიქრობ, მენტალური პრობლემა გვაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ლეანდრო პარედესმა „ბენფიკასთან“ მარცხზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი აზრით, გუნდს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.

„რა მოხდა საწყისი კარგი წუთების შემდეგ? ტემპი დავაგდეთ, შევწყვიტეთ პრესინგი და თამაში. ეს იყო ის, რასაც კარგად ვაკეთებდით თავიდან, გოლიც ამ გზით გავიტანეთ, შემდეგ კი მათ თავდაჯერებულობა მოიპოვეს და თამაში დაიწყეს. ვფიქრობ, მენტალური პრობლემა გვაქვს. უნდა გავაუმჯობესოთ ამაში, გაგვიმართლა, რომ სეზონი ახლახან დაიწყო. ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ მოვუმატოთ და ვიპოვოთ ის, რაც გვაკლია.

ჩვენ ვმუშაობთ, ბევრად უკეთ უნდა ვითამაშოთ. ერთიანობა უნდა გავაგრძელოთ და ვიფიქროთ მხოლოდ პროგრესზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“, – თქვა პარედესმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და ისტორიაში პირველად წააგო ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორივე მატჩი. სეზონში ჩატარებული 8 მატჩიდან კი „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ ორი მოიგო, რაც კატასტროფული შედეგია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …