მთავარი / სიახლეები / ლორენტე: “მილიკი “იუვეში” თამაშზე მაშინ ოცნებობდა, როცა “ნაპოლიში” იყო”

ლორენტე: “მილიკი “იუვეში” თამაშზე მაშინ ოცნებობდა, როცა “ნაპოლიში” იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ფერნანდო ლორენტემ დუშან ვლაჰოვიჩსა და არკადიუშ მილიკზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ვლაჰოვიჩი ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გახდება, ხოლო მილიკის ტრანსფერი მისთვის გასაკვირი არ ყოფილა.

„ვლაჰოვიჩი ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ძლიერია. არ ვიცი, შეძლებს თუ არა ჰოლანდის დონეზე მიღწევას, რომელიც წარმოუდგენლად თამაშობს, მაგრამ რა თქმა უნდა, დუშანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გახდება.

მილიკის ტრანსფერი არ გამკვირვებია, რადგან, როდესაც „ნაპოლიში“ ერთად ვიყავით, ამაზე ვსაუბრობდით. არეკი უკვე ოცნებობდა „იუვენტუსში“ თამაშზე, მან რჩევა მკითხა და ვუთხარი: „იუვე“ გიჟური კლუბია, თუ შეთავაზება გექნება, მაშინვე თვითმფრინავის ბილეთები იყიდე და დათანხმდი“, – თქვა ლორენტემ.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ლორენტე „იუვენტუსში“ 2013-2015 წლებში თამაშობდა და 92 მატჩში 27 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …