მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “შანსი გვაქვს და მჯერა, ჯგუფიდან გავალთ”

ალეგრი: “შანსი გვაქვს და მჯერა, ჯგუფიდან გავალთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჰაიფას „მაკაბისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, გუნდს მერვედფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს და ამის სჯერა კიდეც.

„სამი დაბრუნებული მოთამაშიდან უნდა გადავწყვიტო ვინ ითამაშებს. ორ თამაშში 0 ქულა გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვიგოთ. თუმცა, არ უნდა ვიჩქაროთ ან არ უნდა ავღელდეთ, არ უნდა გადავაჭარბოთ, როგორც „ბოლონიასთან“. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გამარჯვებაა საჭირო. მილიკი? მცირე დაღლილობა აქვს, სათადარიგო სკამზე იქნება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მისი გამოყენება არ მომიწევს და დაისვენებს.

შემადგენლობაზე არჩევანი ჯერ კიდევ უნდა გავაკეთო. მნიშვნელობა არ აქვს 3 მცველით ვითამაშებთ თუ ოთხით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და „ბოლონიასთან“ მატჩის შემდეგ ისევ კარგად თამაშია. „ბოლონიასთან“ პირველი ტაიმის ბოლო 5 წუთი ცუდად ვითამაშეთ.

მაკკენი? მან თამაში მარჯვნიდან დაიწყო, მაგრამ ხშირად ადგილს დანილოსთან ცვლიდა. ხვალ ვნახოთ, არ ვიცი ითამაშებს თუ არა, ეს დამოკიდებულია ცენტრში როგორი არჩევანი მექნება. დი მარია? ფიზიკურად კარგადაა, მეტი ვარჯიშის საშუალება ჰქონდა. „სასუოლოს“ შემდეგ მას დიდი ხანი ნორმალურად არ უვარჯიშია, ახლა კარგად არის და ხვალ კარგად ითამაშებს.

კიეზა? მთავარია, ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც საჭიროა. 9 თვის შემდეგ ვარჯიში ყოველთვის რთულია. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე მოახერხებს თამაშს, სიტუაციას დღითიდღე შევაფასებთ. ჩვენ მისთვის ამხანაგურ მატჩს მოვაწყობთ, რომელიც საბოლოო ტესტი იქნება მისი ხელმისაწვდომობისთვის.

„მაკაბის“ კარგი შემადგენლობა ჰყავს. პსჟ-სთან 70-ე წუთამდე 1:1 იყო, კარგად ორგანიზებული გუნდია, დარბიან და პრესინგს თამაშობენ მთელ მოედანზე. ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, გუნდურად, არ იქნება ისეთი მარტივი თამაში, როგორც ბევრი ელოდება. „მაკაბის“ პატივისცემაა საჭირო. ჩემს გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ასე ცუდად არასდროს დაუწყიათ, მაგრამ პირველ წელს კვალიფიკაციის რისკის ქვეშ ვიყავით „ოლიმპიაკოსთან“. სანამ მათემატიკური შანსი არსებობს, თითო აგური უნდა დავდოთ. „ბენფიკა“ უნდა დავამარცხოთ თუ პსჟ? ფეხბურთში არასოდეს იცი რა მოხდება, ჩვენ თავზე უნდა ვიმუშაოთ. თუ „მაკაბის“ ვერ დავამარცხებთ, მაშინ საჭირო არცერთი იქნება. ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან ორი თამაშის შემდეგ 0 ქულა გვაქვს. არ ვიცი, იქნება თუ არა ეს თამაში ექვს თვეში ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ახლა ასეა, რადგან ყველაზე ახლოსაა.

იგუაინი? მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა, სამწუხაროა, როცა ასეთი მოთამაშეები კარიერას ასრულებენ. წარმატებებს ვუსურვებ მის ახალ ცხოვრებაში და მადლობას ვუხდი, რაც ფეხბურთისთვის გააკეთა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მაკაბის“ მატჩი 5 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …