მთავარი / სიახლეები / სერია A / ვლაჰოვიჩი: “იუვე” არასდროს ნებდება”

ვლაჰოვიჩი: “იუვე” არასდროს ნებდება”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო და იმედოვნებს, რომ ასე გაგრძელდება.

„ვიცოდით, რომ ადვილი მატჩი არ იქნებოდა. ეს იყო დერბი, მათ წინააღმდეგ თამაში რთულია, მითუმეტეს მათ სტადიონზე, მათი გულშემატკივრის წინაშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება და ასე უნდა გავაგრძელოთ, ერთიანები უნდა ვიყოთ. თამაშიდან თამაშამდე ვფიქრობთ. ყველამ იცის ჩვენი მიზნები, არასოდეს ვნებდებით.

ვუჯერებთ თუ არა მწვრთნელს? ეს ბანალური კითხვაა, რა თქმა უნდა კი. ყველას აქვს ცუდი პერიოდი, დღეს მიზანი გამარჯვება იყო, ეს შევძელით და ახლა ასე უნდა გავაგრძელოთ. სირთულეებში იზრდები და სწავლობ. გუნდისთვის ხელმისაწვდომი ვარ, შეიძლება ერთი თამაში კარგად ვითამაშო, ერთი – არა, მაგრამ ყოველთვის 100%-ით ვიხარჯები. დღეს გოლი გავიტანე და იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ. სერბეთის ნაკრების მწვრთნელი ტრიბუნაზე? ვიცოდით, რომ აქ იყო, ახლა მომიწევს ვახშამზე დავპატიჟო“, – თქვა ვლაჰოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ემპოლისთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …