მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ყველა მოთამაშე კარგი იყო, პირველი ნაბიჯი გადავდგით”

ალეგრი: “ყველა მოთამაშე კარგი იყო, პირველი ნაბიჯი გადავდგით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ყველა ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია და მათ სახლებში დაბრუნება დაიმსახურეს.

„დღეს ბიჭებმა აჩვენეს, რომ ნამდვილი გუნდი ვართ. კარგი თამაში ჩავატარეთ. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და პირველი გასვლითი გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროა ის პერიოდი, რომელიც გავიარეთ, მაგრამ ზოგჯერ არის რაღაცები, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია. დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგით კრიზისის დასაძლევად, ახლა ასე უნდა გავაგრძელოთ.

ბოლო პერიოდში ორი წყალგამყოფი თამაში გვქონდა, ერთი „სალერნიტანასთან“, ყველამ ვიცით, რაც მოხდა და დღეს, როცა ბიჭები მართლა კარგები იყვნენ. სათადარიგო სკამზე ძალიან მშვიდად ვიყავი, რადგან დავინახე გუნდი, რომელმაც სერიოზულად კარგად ითამაშა და საუკეთესოს გამოყოფა გამიჭირდება.

თავდამსხმელები კარგები იყვნენ, მოიზემ კარგად ითამაშა და გოლს იმსახურებდა. შეცვლაზეც ყველა კარგად ჩაერთო და სწორედ ეს არის გამარჯვებისთვის ერთადერთი გზა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ გზის, რომელიც „სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ შეწყდა. ტაქტიკური ასპექტის გარდა, მიდგომა მომეწონა. თამაშში, რაც უფრო მეტ დუელს იგებ, გამარჯვების მეტი შანსი გაქვს. ფეხბურთი ძალიან განვითარდა, მაგრამ ეს ყოველთვის აქტუალური ასპექტია.

დღეს ყველამ კარგად ითამაშა, ბრემერთანაც და ბონუჩისთანაც. როცა სამი მცველით თამაშობ, ყოველთვის აგრესიული უნდა იყო და მეტოქის მეურვეობაში დღეს კარგები ვიყავით. ვლაჰოვჩს ბევრს ველაპარაკები. გოლის გარდა, მან ტექნიკურად მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა, 22 წლისაა, უნდა გაიზარდოს, როგორც ყველა, გაუმჯობესება ვეტერანებსაც შეუძლიათ, რომ აღარაფერი ვთქვათ მასზე. ბაზაზე ვრჩებით? არა, აბსოლუტურად არა. ვუთხარი ბიჭებს, რომ ამაღამ ისინი სახლში დაბრუნდებოდნენ, რათა კვლავ ჩაეხუტონ თავიანთ შვილებსა და ოჯახს, რადგან ამას იმსახურებენ, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს, შინ „ემპოლისთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …