მთავარი / სიახლეები / სერია A / დანილო: “თავგანწირვა ვაჩვენეთ და წინ პატარა ნაბიჯი გადავდგით”

დანილო: “თავგანწირვა ვაჩვენეთ და წინ პატარა ნაბიჯი გადავდგით”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ტორინოსთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა მათ აჩვენეს თავგანწირვისა და გუნდური მუშაობის სულისკვეთება.

„რა ვთქვი გასახდელში თამაშამდე? ვთქვი, რომ ბურთით თუ უბურთოდ, ერთმანეთს უნდა დავხმარებოდით, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ თანაგუნდელის დასახმარებლად. თამაშში მუდმივად დარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ეს კარგად გავაკეთეთ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შეცდომა დავუშვით. ვაჩვენეთ თავგანწირვისა და გუნდური მუშაობის სულისკვეთება და ეს მნიშვნელოვანია.

ეს არის პატარა ნაბიჯი იმისთვის, რაც გვინდა ჩვენი და „იუვეს“ მომავლისთვის. ამ თამაშიდან ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ, ახლა მთავარი ისაა რა მოხდება პარასკევს, მომდევნო შეხვედრაში.

ბაზაზე დარჩენა? თამაშის შემდეგ გუნდური ჩახუტება აჩვენებს, რომ რაც დაიწერა, არასწორი ინფორმაცია იყო. მწვრთნელმა მიიღო გადაწყვეტილება, ის ჩვენი ლიდერია და მიიჩნევდა, რომ ეს საუკეთესო იყო გუნდისთვის. ჩვენ მის მოთხოვნას რა თქმა უნდა დავემორჩილეთ, რადგან გვინდა „იუვესთვის“ საუკეთესო გავაკეთოთ. მწვრთნელმა მიიღო ბაზაზე ყოფნის გადაწყვეტილება და ჩვენც დავეთანხმეთ. ამ ორი დღის განმავლობაში მენტალურად ბევრი ვიმუშავეთ, რათა დღეს კარგად გვეთამაშა და არ არის სიმართლე ის, რომ ბაზაზე დარჩენა მთელ გუნდთან ერთად ვინმეს არ უნდოდა“, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ემპოლისთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …