ესპანური „სევილიას“ ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ორი წლის წინანდელი ზაფხული გაიხსენა და თქვა, რომ „იუვენტუსთან“ ახლოს იყო. ხორვატი ფეხბურთელის განცხადებით, მას კრიშტიანუ რონალდუც ელაპარაკა.
„2019 წლის ზაფხულში კრიშტიანუმ პირადად დამირეკა და მითხრა, რომ „იუვეში“ გადავსულიყავი. მითხრა ისიც, რომ კლუბს უნდოდა ჩემი დამატება, მაგრამ ოპერაციამ წარმატებით არ ჩაიარა. „ბარსელონამ“ ძალიან ბევრი 50 მილიონი ევრო მოითხოვა.
ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია. „იუვენტუსშიც“ ძალიან კარგად თამაშობს, ჩემი აზრით, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა“, – თქვა რატიკიჩმა.