მთავარი / სიახლეები / ჯანლუკა ფრაბოტა “ატალანტაში” გადავა

ჯანლუკა ფრაბოტა “ატალანტაში” გადავა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯანლუკა ფრაბოტა ბერგამოს „ატალანტასთან“ ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, კლუბები ტრანსფერზე პრაქტიკულად შეთანხმდნენ.

21 წლის მცველი ბერგამოში იჯარით გადავა, მაგრამ „ატალანტას“ მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.

ჯანლუკა ფრაბოტა მთავარ გუნდში გასულ სეზონში ანდრეა პირლომ დააწინაურა და მან „იუვეს“ მაისურით 18 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …