მთავარი / სიახლეები / “ბარსელონას” გრიზმანი-დიბალას გაცვლა სურს

“ბარსელონას” გრიზმანი-დიბალას გაცვლა სურს

კატალონიის „ბარსელონას“ პაულო დიბალასა და ანტუან გრიზმანის გაცვლა სურს. ფრანგული „ეკიპის“ ინფორმაციით, ესპანელები ფრანგი ფეხბურთელის გაშვებაზე მუშაობენ და იტალიელებს არგენტინელის სანაცვლოდ შესთავაზებენ.

ოფიციალური წინადადება შესაძლოა მომდევნო დღეებში გაკეთდეს. „ბარსა“ აქამდე გრიზმანის გაცვლას საულ ნიგეზში ცდილობდა, მაგრამ გარიგება ჩაშლის პირასაა. ანტუანს ესპანურ კლუბში მაღალი ხელფასი აქვს და მისი გაშვებაც ამიტომ სურთ.

დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება. მხარეები მის განახლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა, ჯერ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

უფრო მეტი დეტალი ალბათ უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. უცნობია ტურინელთა პასუხიც და აპირებენ თუ არა, მოლაპარაკებების დაწყებას დიბალა-გრიზმანის ბარტერზე.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …