ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ მასიმილიანო ალეგრიზე ისაუბრა და ასევე განაცხადა, რომ მანუელ ლოკატელის ტრანსფერი გუნდმა აუცილებლად წარმატებით უნდა დახუროს, რადგან ის ძალიან კარგი ფეხბურთელია.
“მანჩინი და ალეგრი ერთმანეთს ჰგვანან, ორივე გამარჯვებული მენტალიტეტის მწვრთნელია. ჩვენი ნაკრების თამაშის ყველა აიღებს, როგორც მისაბაძ მოდელს, ალეგრი კი „იუვესთვის“ გარანტიაა. ნახევარდაცვა? მე დე პაულსა და ლოკატელის შევიძენდი. სამწუხაროდ, დე პაული უკვე „ატლეტიკომ“ იყიდა, ამიტომ, ახლა ლოკატელი სასწრაფოდ უნდა მოიყვანონ. ის იზრდება და სრულყოფილი ფეხბურთელია: აქვს ტექნიკა, ფიზიკა, დარტყმა, კარგია საჯარიმოში და ბურთსაც ინარჩუნებს. ის უკეთესი იქნება თუ პიანიჩი? ორივე კარგია, მაგრამ თუ ერთი უნდა ავირჩიო, რა თქმა უნდა, ლოკატელი. „სასუოლოს“ ნახევარმცველი, ალეგრი და დიბალა სამი სუპერ წერტილი იქნება ახალი „იუვესთვის“, – თქვა რავანელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „სასუოლოს“ ლოკატელის ტრანსფერზე ვერ ურიგდება. ტურინელები 30 მილიონს ევროს იხდიან, ისიც მხოლოდ 2 წლის შემდეგ და მანამდე მისი დამატება იჯარით უნდათ, მაშინ, როცა „სასუოლოს“ მაგიდაზე უდევს „არსენალისგან“ 40-მილიონიანი წინადადება და ცხადია, ურჩევნია ინგლისელთა წინადადება მიიღოს. თუმცა. ლოკატელის ინგლისში თამაში არ სურს და მხოლოდ „იუვესკენ“ ისწრაფის – ეს არის ერთადერთი კოზირი, რაც „იუვენტუსში“ ხელში უჭირავს, თუმცა, დიდი ხანი ეს ვერ გაგრძელდება და მალე ალბათ, ყველაფერი გაირკვევა.