ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა დუშან ვლაჰოვიჩის, პაულო დიბალასა და ჯორჯო კიელინის შესახებ ისაუბრა. როგორც ჩეხმა აღნიშნა, დიბალას მაღალი მოთხოვნები ჰქონდა, რის გამოც კლუბმა მასთან განშორება გადაწყვიტა.
„ვლაჰოვიჩმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, ბევრი გოლი გაიტანა და ყველა ენთუზიაზმით ავივსეთ. შესაძლოა, ცოტა ფიზიკურად დაიღალა, მაგრამ ის გუნდის განკარგულებაშია და სწორად ვარჯიშობს. ჩვენ მისით კმაყოფილები ვართ.
დიბალა? ჩვენ ფეხბურთელი ყველა ასპექტში შევაფასეთ, მოედანზე და მოედანს მიღმაც. მას მაღალი მოთხოვნები ჰქონდა, რაც სწორია, რადგან დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელი პირობები იყო და ჩვენი გზები გაიყო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდი ფეხბურთელია, პირიქით, შესანიშნავი ფეხბურთელია. კიელინი? ის მსოფლიო ხატია, არჩევანი მან გააკეთა, ყველასთვის ღია ვართ და თვითონ გადაწყვეტს რა გააკეთოს, სასიამოვნო იქნება, თუ „იუვენტუსის“ სტაფში დარჩება“, – თქვა ნედვედმა.