მთავარი / სიახლეები / მარკიზიო “იუვეს” კრიტიკოსებს: “მაშინ ილაპარაკეთ, ზედიზედ 10 წელი ტიტულს რომ მოიგებთ”

მარკიზიო “იუვეს” კრიტიკოსებს: “მაშინ ილაპარაკეთ, ზედიზედ 10 წელი ტიტულს რომ მოიგებთ”

ტურინის „იუვენტუსს“ მარცხს იტალიის თასის ფინალში კლაუდიო მარკიზიო გამოეხმაურა.

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა „იუვეს“ კრიტიკოსებს მკაფიოდ უპასუხა და აღნიშნა, რომ მათ ლაპარაკის უფლება მხოლოდ მაშინ ექნებათ, როცა ზედიზედ 10 სეზონის განმავლობაში ტიტულს მოიგებენ. მარკიზიო დარწმუნებულია, რომ „იუვენტუსის“ ცუდი პერიოდი მალე დასრულდება.

„2010-2011 წლების სეზონის შემდეგ „იუვენტუსმა“ პირველად ვერ მოიგო ტიტული. ნამდვილად ბევრი, ბევრი, ბევრი წელი გავიდა. როცა ვინმე მოახერხებს იმასაც, რასაც „იუვე“ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდა, მხოლოდ მაშინ შევძლებ გარკვეული კომენტარების მიღებას.

„ინტერს“ ვულოცავ, ამ ფინალში გამარჯვება დაიმსახურა, ნამდვილად აღემატებოდა ჩემს ძვირფას „იუვენტუსს“. თუმცა, ჩვენთვის უკეთესი დროც მოვა. ჩვენი შავი პერიოდი ნამდვილად უფრო მოკლეა, ვიდრე სხვების“, – დაწერა მარკიზიომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 2011 წლის შემდეგ პირველად დაასრულა სეზონი ტიტულის გარეშე.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …