მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ინტერი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ინტერი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში „ინტერთან“ დამატებით დროში 2:4 დამარცხდა და 2011 წლის შემდეგ პირველად დაასრულა სეზონი ტიტულის გარეშე. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

პერინი 6 – იტალიის თასის მეკარე ის არის, მასაც ჰქონდა შურისძიების სურვილი სუპერთასის მატჩისთვის, რომელიც ითამაშა. გოლებში უდანაშაულო იყო, მიუხედავად იმისა, რომ 4 გოლი ბევრია.

დანილო 5.5 – პერიშიჩთან ძალიან გაუჭირდა, პირველი ტაიმის ბოლოს ტრავმა მიიღო.

მორატა 7 – მას შემდეგ, რაც გუნდში ვლაჰოვიჩია, პრაქტიკულად გოლს ვერ იტანს, 1100 წუთში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, მაგრამ ის ფინალების კაცია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მეორე გოლის კონტრშეტევა მისი დამსახურებაა.

დე ლიხტი 5.5 – კიელინისთან ერთად იმ მცირერიცხოვანთა შორის იყო, რომელიც არ ნერვიულობდა, მაგრამ „ინტერს“ პენალტი აჩუქა. თითქმის ყოველთვის დომინირებდა, მაგრამ რამდენიმე გადამწყვეტი შეცდომა დაუშვა.

კიელინი 7 – ბოლო ფინალი „იუვეს“ კაპიტნის რანგში, ის ალბათ ერთადერთია, რომელიც მოედანზე ისე გავიდა, როგორც ეს საჭირო იყო. დაცვას მაღლა ინარჩუნებდა, ცდილობდა მიძინებული „იუვე“ გამოეღვიძებინა.

არტური 5.5 – თამაშში საერთოდ ვერ ჩაერთო.

ალექს სანდრო 6 – ცუდად დაიწყო, მეტოქეს რამდენჯერმე ბურთი აჩუქა. შემდეგ კი ანგარიში მან გაათანაბრა.

პელეგრინი 6 – მისი ბრალი არ არის, რომ „იუვემ“ 3 გოლი მოკლე მონაკვეთში გაუშვა.

კუადრადო 5 – მან ვერასდროს შეცვალა თამაში. თუმცა, როგორც მცველი, „იუვეს“ დამატებითი ბიძგის საშუალებას აძლევდა.

ზაკარია 5 – ბარელას გოლში ყველაზე დიდი დამნაშავე ალბათ ის იყო.

ლოკატელი 5.5 – დროულად გამოჯანმრთელდა „იუვეს“ დასახმარებლად, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

რაბიო 6.5 – ცდილობდა „იუვენტუსის“ მაღალი პრესინგი შეენარჩუნებინა, თანაგუნდელები ნაკლებად ეხმარებოდნენ, თითქოს ის სულ სხვა ფეხბურთელია წინა ორ წელიწადნახევართან შედარებით.

ბერნარდესკი 6 – ბარელას მხოლოდ უყურებდა გოლის დროს, თანდათან მოუმატა და როდესაც მარჯვნივ გადავიდა, შეცდომა აღარ დაუშვია.

ბონუჩი 5.5 – გუნდის დაცვისთვის სიმყარე უნდა შეემატა, მაგრამ 2:2-ის პენალტი აიკიდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საეჭვო პენალტი იყო.

დიბალა 6.5 – ის ქმნის სახიფათო მომენტებს? დიახ. მან გაანიავა საუკეთესო საგოლე მომენტი? დიახ. ყოველთვის ის ანათებს „იუვეს“ შუქს, როცა ეს ჭირდება? დიახ. ვლაჰოვიჩსაც შესანიშნავი პასი გაუკეთა, გოლსაც იმსახურებდა და სულ სხვანაირ დასასრულსაც.

კინი 6 – თამაშში მაშინ ჩაერთო, როცა ყველაფერი მთავრდებოდა.

ვლაჰოვიჩი 7 – ბურთის პირველი მიღება მისთვის სერიოზული პრობლემაა, მის უკან მყოფი მცველთან შემობრუნებაც უჭირს. თუმცა, მებრძოლია, ბრაზით და შიმშილით თამაშობს, რაც ბომბარდირებში განსხვავებას ქმნის. გოლი გაიტანა, მაგრამ საკმარისი არაა.

ალეგრი 5 – „იუვემ“ ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ მეორე ტაიმში მოედანზე სწორი იერით დაბრუნდა. „ინტერი“ იმ წუთებში შთანთქა, თუმცა შემდეგ გაქრა იგივე შეცდომების შედეგად. ალეგრისთვის ეს არის პირველი სეზონი „იუვეში“ ტიტულების გარეშე, არ შეიძლება ის კმაყოფილი იყოს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …