ალვარო მორატას „ბარსელონაში“ გადასვლა სურს და „იუვენტუსმა“ მისი შემცვლელი უნდა იპოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ესპანელ ფეხბურთელს ვერ შეელევა.
Tuttosport-მა თავდამსხმელთან შექმნილი სიტუაციის შესახებ სტატია დაწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ მაურო იკარდი ფავორიტად რჩება, მაგრამ ყურადღებას იქცევს არკადიუშ მილიკის კანდიდატურა.
იკარდი მთავარი სამიზნეა, მაგრამ ტრანსფერის ფორმულა პრობლემას წარმოადგენს. ტურინელებს მისი იჯარით აყვანა სურთ, პსჟ-ს კი – გაყიდვა. დუშან ვლაჰოვიჩის იანვარში ტრანსფერი პრაქტიკულად გამორიცხულია, ის ფლორენციას ალბათ ზაფხულში დატოვებს, თანაც საკმაოდ ძვირად ფასობს.
„იუვენტუსს“ ძალიან მოსწონს ახალგაზრდა იტალიელი შემტევი ჯანლუკა სკამაკა, მაგრამ „სასუოლოს“ მისი გაშვება ახლა არ სურს და საუბარი მხოლოდ ზაფხულში შეიძლება. ამასობაში, საკმაოდ რეალური ხდება „მარსელიდან“ არკადიუშ მილიკის დამატება. პოლონელი წარსულშიც არაერთხელ დაუკავშირეს „ბიანკონერის“, ამჯერად კი იჯარით შესაძლოა ტრანსფერი გაიჩარხოს.
ყოველ შემთხვევაში, იტალიური პრესა ამ ეტაპზე „იუვენტუსს“ ალვარო მორატას შემცვლელად ყველაზე აქტიურად სწორედ ამ სამეულს უკავშირებს – მაურო იკარდი, ჯანლუკა სკამაკა და არკადიუშ მილიკი.