მთავარი / სიახლეები / პიანიჩის ინტერვიუ დე ლიხტზე, ალეგრიზე, “იუვეზე” და სხვა თემებზე…

პიანიჩის ინტერვიუ დე ლიხტზე, ალეგრიზე, “იუვეზე” და სხვა თემებზე…

სტამბოლის „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელმა მირალემ პიანიჩმა Tuttosport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. ბოსნიელი ნახევარმცველის განცხადებით, მას „იუვე“ ძალიან უყვარს და კლუბს ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს.

– როგორ მიდის თქვენი თავგადასავალი „ბეშიქთაშში“?

– პირველ რიგში მშვენიერი გამოცდილებაა, თუნდაც ცხოვრებისეულად. სტამბოლი ფანტასტიკური ქალაქია, კარგი ჩემპიონატია, კარგი ტემპით და ვნებიანი გარემოთი. იტალიასთან შედარებით ტაქტიკას ნაკლები ყურადღება ექცევა, მაგრამ ტექნიკური მოთამაშეები არიან. ბევრი ქულა დავკარგეთ და მეშვიდე ადგილზე ვართ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მოწინავე პოზიციებზე მალე დავბრუნდებით. ახლა ყატარში ვართ სუპერთასისთვის და ხვალ „ანტალიასპორს“ დავუპირისპირდებით. იმედი გვაქვს, რომ სახლში თასით დავბრუნდებით.

– არის თუ არა თურქეთის ჩემპიონატში ფეხბურთელი, რომელსაც „იუვენტუსს“ ურჩევდით?

– დიახ, მირალემ პიანიჩი. ხუმრობის გარეშე, არსებობს რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ „იუვენტუსში“ თამაში ადვილი არაა, დიდი პასუხისმგებლობაა საჭირო.

– ამ სეზონში პიანიჩს აკლია „იუვენტუსი“ თუ „იუვენტუსს“ პიანიჩი?

– ძნელი სათქმელია. ძალიან მიყვარს ეს კლუბი, გულშემატკივრები, მწვრთნელები, თანაგუნდელები, მენეჯერები, პრეზიდენტი. მშვენიერი მოგონებები მაკავშირებს და ვიმედოვნებ, რომ ადრე თუ გვიან, „ალიანც სთედიუმზე“ თამაშის საყურებლად დავბრუნდები ჩემს შვილთან ერთად. გამიჭირდა „იუვენტუსის“ დატოვება, მაგრამ ეს გავაკეთებ ისეთი წარმოუდგენელი კლუბისთვის, როგორიც „ბარსელონაა“, რომელსაც ჩემი დამატება მანამდე ორი წლით ადრეც სურდა. ტურინში დაბრუნება? თუ ეს მოხდება, კარგი ქიენბა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში „იუვეს“ ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ.

– გჯერათ კიდევ, რომ „იუვეს“ სკუდეტოს მოგება შეუძლია?

– „იუვენტუსმა“ პირველ წრეში მართლაც ბევრი ქულა დაკარგა, მაგრამ ფეხბურთში ვითარება სწრაფად იცვლება. კოვიდის გამო ასეთ ანომალიურ სეზონში ბოლომდე არასდროს იცი რა მოხდება. როგორც ალეგრი ამბობს, „იუვემ“ თამაშიდან თამაშამდე ქულები უნდა დააგროვოს და შემდეგ მარტში გაირკვევა, იქნება თუ არა იმ პოზიციაში, რომ ბრძოლა მოახერხოს.

– ალეგრის კარგად იცნობ, „ნაპოლისთან“ მატჩზე რას იტყვის?

– ის იტყვის, რომ „ნაპოლისთან“ 90 წუთის განმავლობაში დომინირება შეუძლებელია და მატჩის საკვანძო მომენტების კარგად მართვა იქნება საჭირო, რაც ნიშნავს, რომ გუნდმა უნდა იცოდეს ერთად თავგანწირვა და თავის დაცვა, რომ გოლი არ გაუშვას. სპალეტის გუნდებს ყოველთვის შეუძლიათ მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების პოვნა, შანსი 50-50%-ზეა და ამ თამაშს სიამოვნებით ვუყურებ.

– მორატამ შესაძლოა თქვენი გზა გააგრძელოს და „ბარსელონაში“ გადავიდეს. რჩევა რომ გკითხოთ, რას ურჩევდით?

– მას ეს არ სჭირდება. სუპერკარიერა აქვს, თამაშობდა ისეთ დიდ კლუბებში, როგორიც „რეალი“, „ჩელსი“, „ატლეტიკო“ და „იუვენტუსია“. ერთადერთი რჩევა, რასაც ყველას მივცემ, არის ის, რომ ორჯერ უნდა დაფიქრდე, სადაც იმ ადგილიდან წახვალ, სადაც ბედნიერი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კლუბში თუნდაც მეტს გთავაზობდნენ. თუმცა, ზოგჯერ მოთამაშეებს სჭირდებათ მოტივაცია და ახალი გამოწვევა. მორატამ ძალიან კარგად იცის, რა გააკეთოს. „ბარსელონამ“ ისეთი მწვრთნელი აიყვანა, როგორიც ჩავია, რომელიც კლუბს მშვენივრად იცნობს და ისევ დიდებულს გახდის. ვნახოთ, დეტალები არ ვიცი, ვფიქრობ, მორატა „იუვენტუსში“ ყოველთვის ბედნიერი იყო.

– „ბარსელონა“ დე ლიხტითაც ინტერესდება…

– მატაისს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი აკავშირებს, ის სერიოზული ბიჭია და „იუვენტუსისთვის“ შესაფერისი დამოკიდებულება აქვს. თუ „ბარსელონა“ ან სხვა კლუბია დაინტერესებული, არ ვიცი. დე ლიხტმა შესანიშნავი არჩევანი გააკეთა, როცა გადაწყვიტა, რომ ბონუჩისა და კიელინის გვერდით უფრო გაიზრდებოდა. ის ბედნიერია „იუვეში“ და როცა ბედნიერი ხარ, უმჯობესია იქ დარჩე. თუ მას სხვაგან თამაშის მოტივაცია აქვს, ამას ვნახავთ.

– ვლაჰოვიჩმა თქვა, რომ „ფიორენტინაში“ სეზონის ბოლომდე დარჩება. ახლა ვისი დამატება სჯობს, იკარდის, მილიკის, სკამაკას, კავანის თუ ობამეიანგის?

– ყველანი კარგები არიან, მაგრამ არ ვიცი, რომელი ავარჩიო. ვენდობი „იუვენტუსს“, რომელიც რა თქმა უნდა, არ შეცდება თუ ბაზარზე გავა. ალეგრის რა თქმა უნდა, ყოველთვის ჰყავდა თავდამსხმელი, რომელიც სეზონში მინიმუმ 20 გოლს იტანდა.

– მასიმილიანო ალეგრის დაბრუნება სწორი იყო?

– ის სერია A-ში საუკეთესოა. გუნდს კარგად აგრძნობინებს გამარჯვების მნიშვნელობას. მასთან ერთად შესანიშნავად ვთამაშობდი, დიდ პატივს ვცემ. ახლა მას სხვა გუნდი ჰყავს, უფრო მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც შესაძლოა, ცოტა გაუჭირდეს „იუვენტუსის“ სამყაროში ინტეგრაცია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მაქსი სწორი მწვრთნელი არის იმისთვის, რომ „ბიანკონერი“ იტალიასა და ევროპაში მწვერვალზე დააბრუნოს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …