მთავარი / სიახლეები / სერია A / მასიმილიანო ალეგრი: “მორატა რჩება, რემზი მიდის”

მასიმილიანო ალეგრი: “მორატა რჩება, რემზი მიდის”

ტურინის „იუვენტუსი“ 2022 წლის პირველ შეხვედრას სერია A-ს მეოცე ტურში „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩის წინ მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

„გუნდმა კარგად იმუშავა, ბონუჩი ხვალ და კვირას ნამდვილად ვერ ითამაშებს, სუპერთასზე კი ვნახოთ. დანილო ხელმისაწვდომი მომდებო კვირაში იქნება, პელეგრინი და კაიო ჟორჟე გაციებულები იყვნენ და ინდივიდუალურად ემზადებოდნენ. რემზი დღეს ინგლისიდან დაბრუნდა, მაგრამ ის გუნდს ტოვებს. არტურის შემთხვევაში დღეს ტესტის პასუხს ველოდებით და ვნახოთ, იქნება თუ არა უარყოფითი.

მორატა არ მიდის. მან გასულ წელს 21 გოლი გაიტანა, წელს კი პენალტების გარეშე 7 გოლი გაიტანა. ალვარო მნიშვენლოვანი მოთამაშეა და მისით კმაყოფილი ვარ. მას ვესაუბრე და ვუთხარი, რომ არ წავიდეს. ის მშვიდად უნდა იყოს.

„ნაპოლისთან“ მატჩის გადადება ნეაპოლელთა რიგებში ბევრი კოვიდინფიცირების გამო? არსებობს კომპეტენტური ორგანოები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ. მე მხოლოდ იმის გაკეთება შემიძლია, რომ ვიკითხო, რამდენი ვართ ვარჯიშზე. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ვითამაშოთ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც კონკრეტულ მომენტში გვყავს. პატივი უნდა ვცეთ იმას, რასაც ჯანდაცვის უწყებები გვეუბნებიან, ჩემს აზრს მნიშვნელობა არ აქვს. სუპერთასზე გვითხრეს, რომ უნდა ვითამაშოთ და ვითამაშებთ კიდეც, ეს სწორიცაა.

ნახევარდაცვის შემადგენლობა ხვალ? რემზისა და არტურის არყოფნის გამო ლოკატელი ხვალ ისევ ცენტრში ითამაშებს. ვიმუშავეთ ფიზიკური და ტაქტიკურ დონეზე, ეს დღეები გვჭირდებოდა. ხვალიდან მზად ვიქნებით, იანვარში გასამართი ექვსი მატჩისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სეზონისთვის. სკუდეტოს ფავორიტი? „ინტერი“ აშკარა ფავორიტია, მხოლოდ „ინტერს“ შეუძლია სკუდეტოს დაკარგვა.

სატრანსფერო ბაზარი? მჯერა, რომ გუნდის შემადგენლობის 99% უცვლელი დარჩება. შეტევაში პრობლემები? ასე არაა, შემტევებს გოლები გააქვთ, ჩვენ გვაკლია ნახევარმცველების გოლები და სტანდარტულიდან გოლები, რაზეც უკეთ უნდა ვიმუშაოთ. დიბალა და კიეზას დაბრუნება ძალიან დაგვეხმარება, წინ მნიშვნელოვანი ოთხი თვეა. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვუმატოთ. საკრუიზო სიჩქარე გვაკლია, აქამდე ან ძალიან სწრაფად მივდიოდით ან ძრავა გამორთული გვქონდა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 6 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …