ფლორენციის „ფიორენტინას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯუზეპე იაკინიმ განაცხადა, რომ დუშან ვლაჰოვიჩი და პაულო დიბალა „იუვენტუსში“ შესანიშნავ დუეტს შექმნიან.
იაკინს ორივესთან მუშაობის გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს – ვლაჰოვიჩს „ფიორენტინადან“ და დიბალას „პალერმოდან“.
„დუშანი ჰოლანდის შემდეგ საუკეთესო ახალგაზრდა თავდამსწხმელია. არ გამიკვირდება ვლაჰოვიჩს „იუვენტუსი“ თუ შეიძენს. ის ბობო ვიერის მაგონებს. ცაციაა, კარგი აღნაგობა აქვს, შესანიშვანად ინარჩუნებს ბურთს, კარგი დარტყმა, კარგი ტექნიკა და შესანიშნავი სიღრმისეული შეტევა აქვს. რაც მთავარია, ვიერის მსგავსად გოლების გატანა იცის.
დიბალასთან დუეტი? ორივე მემარცხენეა, მაგრამ ისინი ერთად თამაშს ყოველთვის შეძლებენ. ფეთქებადი წყვილი იქნებოდა და ბევრ გოლს გაიტანდნენ. დიბალას ბოლო პერიოდში არ გაუმართლა, მაგრამ მისი ნიჭი ეჭვქვეშ დასაყენებელი არაა. ჩვენ ვსაუბრობთ ჩემპიონზე, რომელსაც ამ წლებში „იუვენტუსში“ ბევრი გოლი გაჰქონდა“, – თქვა იაკინმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიური მედია დუშან ვლაჰოვიჩს „იუვენტუსს“ აქტიურად უკავშირებს.