მთავარი / სიახლეები / ბონუჩი იტალიის ნაკრებზე, ევრო 2020-ზე, ალეგრიზე…

ბონუჩი იტალიის ნაკრებზე, ევრო 2020-ზე, ალეგრიზე…

იტალიის ნაკრების შეკრებაზე მყოფმა ლეონარდო ბონუჩიმ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ძირითადად ნაკრებზე და ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა. თუმცა ასევე გააკეთა კომენტარი „იუვენტუსში“ მასიმილიანო ალეგრის დაბრუნების შესახებ.

„ევროპის ჩემპიონატზე ბოლომდე მისვლის სურვილი გვაქვს, წარმატებისთვის საჭიროა სპეციფიკური ასპექტებიც. მანჩინისთან ერთად დავიწყეთ გზა და ეს ბოლო ამხანაგურ მატჩებშიც გამოჩნდა. ბრძოლის სურვილი გვაქვს 26-ვე ფეხბურთელს, ვინც კოვერჩანოში იმყოფება. რომში გახსნის თამაში დამატებით სტიმულს მოგვცემს, ყველაფერს გავაკეთებთ და შემდგე ვნახავთ რა შედეგს მივიღებთ. პირადად მე რაც რწმენას მიმაღლებს, ეს არის ენთუზიაზმი, რომელსაც გუნდში ვხედავ.

ჩეხეთთან ტრავმა? ძალიან შემეშინდა. იმ მომენტში მეგონა, რომ ყველაზე ცუდი რამ მოხდა, რადგან დისკომფორტი ძალიან ძლიერი იყო. საბედნიეროდ, მალევე გამიარა და თამაში გავაგრძელე. სატრანსფერო ჭორები? ეს ყოველთვის არსებობს, მაგრამ არ მაწუხებს, ვხედავ, რომ გუნდში ყველა ევროპის ჩემპიონატზეა კონცენტრირებული.

ალეგრის დაბურნება? ეს სწორი არჩევანი იყო. პირლოს გათავისუფლების შემდეგ სწორი იყო დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელის მოყვანა, რომელიც „იუვენტუსს“ იცნობს და დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში. „იუვენტუსის“ მსგავსი კლუბი ყოველწლირად ისახავს ახალ მიზნებს.

როგორც ქარიზმატული მოტივატორი, კონტე მსოფლიოში საუკეთესო. მანჩინისთან ენთუზიაზმი მივიღეთ, ისინი ორი განსხვავებული მწვრთნელები არიან, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ნომერ პირველები არიან. 2016 წელს შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ნაადრევად დასრულდა.

კინი? ეს მწვრთნელის არჩევანია. ვფიქრობ ეს მხოლოდ ტექნიკური არჩევანი იყო, გუნდისგან დაშორებული არავინ ყოფილა. კინს რამდენიმე წელია ვიცნობ და სარდინიის შეკრებაზე ის მზად იყო ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა.

თურქეთის ნაკრები და დემირალი? ისინი პატივისცემას იმსახურებენ. მათ საფრანგეთთან აჩვენეს, რომ სოლიდური გუნდი ჰყავთ და იციან, რა უნდათ. ნიჭიერი გუნდი ჰყავთ. ჩალჰანოღლუ, იუნდერი, დემირალი, ილმაზი, რომელმაც „ლილთან“ ერთად ლიგა 1 მოიგო. საინტერესო გუნდია, პროგრესირებადი და ბევრი გუნდური მუშაობა მოგვიწევს. მე ვესაუბრე ჰაკანს და მერიჰს, ორივე ჩემი მეგობარია, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ. მერიჰმა მითხრა, რომ გოლს არ გამატანინებს“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის პირველ ტურში 11 ივნისს, თურქეთის ნაკრებს რომში უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …