მთავარი / სიახლეები / შჩესნი: “100%-ით “იუვენტუსში” ვრჩები”

შჩესნი: “100%-ით “იუვენტუსში” ვრჩები”

ვოიცეხ შჩესნიმ „იუვენტუსის“ დატოვება გამორიცხა. როგორც პოლონელმა მეკარემ განაცხადა, კლუბის წარმომადგენლებთან ისაუბრა და 100%-ით იტალიურ გრანდში რჩება.

თუ პოლონელის სიტყვები მართალია, მაშინ გამოდის, რომ ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერი არ შედგება, რადგან „იუვეს“ არ აქვს ფინანსური რესურსი, რომ ორ მეკარეს ესოდენ დიდი ხელფასი უხადოს.

„ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მე მქონდა კონტაქტი „იუვესთან“ და მითხრეს, რომ არავის ეპარება ეჭვი ჩემს პოზიციაში, როგორც ნომერი პირველი. ამ საკითხში არაფერი იცვლება. კლუბი მენდობა და 100%-ით არ გამყიდის, ჩემის მხრივ, მეც ვაპირებ დარჩენას, შეთანხმება იდეალურია.

ალეგრი? არ ვიცი გადამწყვეტი იქნება თუ არა, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანია. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს და წარსულში დიდი თანამშრომლობა გვქონდა. ვფიქრობ, ალეგრი მაფასებს არა მხოლოდ როგორც მეკარეს, არამედ როგორც ადამიანს, მისთვის ეს ბოლო ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია.

პირლო? ვფიქრობ, რომ მას აქვს ცოდნა, უნარ-ჩვევები და იდეები. მისი მუშაობა კლუბს შედეგს უახლოეს მომავალში გამოიღებს. ხშირად ყველაფერი განსხვავებულად გამოიყურება შიგნიდან და გარედან. ჩემს ცხოვრებაში ბევრი მწვრთნელი მყავდა და ვფიქრობ, შემიძლია მსჯელობა ძალიან რაციონალური, ცივი გზით. ანდრეას წარმატებებს ვუსურვებ და ვიცი, სადაც არ უნდა წავიდეს, საქმეს კარგად გააკეთებს, რადგან უკვე შესანიშნავი მწვრთნელია“, – თქვა შჩესნიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …