ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც სერბმა ფეხბურთელმა აღნიშნა, მას ყველა კომპონენტში მომატება სურს და მიზნად მხოლოდ გოლების გატანას არ ისახავს.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მატჩის მოგება, რადგან შესვენების შემდეგ ყოველთვის რთულია თამაში, თუნდაც მენტალურად. სწორი მიდგომა გვქონდა და საბოლოოდ მოვახერხეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო – ეს არის გამარჯვება.
მადლობა უნდა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს მწვრთნელს, რომლებმაც ძალიან კარგად მიმიღეს და დამეხმარნენ. ვცდილობ გავიგო, როგორ მუშაობს გუნდი, მხოლოდ მუშაობა უნდა გავაგრძელო.
მხოლოდ გოლების გატანა არ მინდა, მსურს, ყველა თვალსაზრისით მოვუმატო, დრიბლინგიდან გახსნამდე. ალეგრიმ მთხოვა მშვიდად ვყოფილიყავი, მითხრა, რომ არ მენერვიულა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. „იუვე“ ყოველთვის უმაღლეს მიზნებს ისახავს და აქ იმისთვის ვარ, რომ დავეხმარო გუნდს და ჩემი წვლილი შევიტანო, ვნახოთ რა მოხდება თამაშიდან თამაშამდე. დიბალასთან აღნიშვნა? ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა“, – თქვა ვლაჰოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 10 თებერვალს, იტალიის თასის მეოთხედფინალში „სასუოლოსთან“ გამართავს.