მთავარი / სიახლეები / სერია A / მორატა: “ის ენერგია დავიბრუნეთ, რომელიც გვაკლდა”

მორატა: “ის ენერგია დავიბრუნეთ, რომელიც გვაკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ალვარო მორატამ „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, კლუბმა და მწვრთნელმა მას ნდობა გამოუცხადეს და ეს მისთვის ფუნდამენტურია.

„ბედნიერი დღევანდელი თამაშით, ვიპოვეთ ის შეგრძნება და ენერგია, რომელიც ცოტა გვაკლდა. მწვრთნელმა და კლუბმა მაგრძნობინა მათი ნდობა და ვფიქრობ, ეს ფუნდამენტურია, ასევე ძალიან გამიხარდა გულშემატკივართა მხარდაჭერა.

ბედნიერი ვარ სამი ქულით, იმით, თუ როგორ ვითამაშეთ და იმ სიმყარით, რომელიც დღეს ვაჩვენეთ. ბედნიერი ვარ დუშანის მოსვლით, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მან იცის, როგორ გააკეთოს ყველაფერი და ჩვენ ამით თავს კარგად ვგრძნობთ“, – თქვა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 10 თებერვალს, იტალიის თასის მეოთხედფინალში „სასუოლოსთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …