მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ”

ალეგრი: “ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვერონასთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, კლუბის ხელმძღვანელობამ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან კარგად იმუშავა.

„კლუბის ხელმძღვანელობამ კარგად ითამაშა, რადგან სამივე ახალწვეულმა გაიტანა, გატიმ „ფროზინონეში“. მძიმე მატჩი იყო, რადგან „ვერონა“ ბევრს დარბის. კარგი მიდგომა გვქონდა და ყველა ძალიან მონდომებული იყო, ყველამ აჩვენა გუნდისთვის თავგანწირვა. ახალი ფეხბურთელების მოსვლამ გუნდში ახალი ენერგია მოიტანა და სირცხვილი იქნებოდა, რომ ეს მატჩი ვერ მოგვეგო.

სკუდეტო? ეს არის „ინტერს“, „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის განსახილველი საკითხი, ჩვენ ამ მომენტისთვის მისთვის ვერ ვიბრძვით. მეოთხე ადგილზე უნდა ვიფიქროთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ. ჯერ იტალიის თასის მატჩი გვაქვს, შემდეგ ბერგამოში უშუალო კონკურენტს ვეთამაშებით, რომელიც ახლა ჩვენზე უკანაა, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. სამწუხაროდ, გვაკლია 4-5 ქულა, რომელიც რომ გვქონდეს, მოგვცემდა საშუალებას საჩემპიონო ბრძოლაში დავრჩენილიყავით, სამწუხაროდ, ქულები დავკარგეთ და ახლა მხოლოდ თითო ნაბიჯის გადადგმაზე უნდა ვიფიქროთ.

ვლაჰოვიჩმა ცუდად დაიწყო, ორი-სამჯერ ბურთი ცუდად გააჩერა, ეს უნდა გააუმჯობესოს, მაგრამ როცა ბრძოლაში უფრო მაგარი ხდება. ზაკარია მიჩვეულია ორკაციან ნახევარდაცვაში თამაშს, თუმცა ჭკვიანი და სწრაფად ხვდება რაღაცებს, დღეს ძალიან კარგად მოახერხა საჯარიმოში ჩართვა. არტურმა კარგად ითამაშა, როგორც დაცვაში, ისე შეტევების წამოწყებაში. შეტევის სამეული? მორატამაც და დიბალაც კარგად ითამაშეს, მაშინაც, როცა ბურთი არ გვქონდა და შეტევაშიც, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 10 თებერვალს, იტალიის თასის მეოთხედფინალში „სასუოლოსთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …